tgindex
გიორგი ქარდავა / Giorgi Kardava

გიორგი ქარდავა / Giorgi Kardava

Статистика

პოლიტიკაზე და არა მარტო

Последний пост
14 авг.
Последнее чтение
15 авг.
Постов за неделю
3
Всего постов
23
Тип
открытый
Язык
ka
Категория
Новости и СМИ (по похожим)
В каталоге с
13 авг.
Подписчики
2 339
−4 за 4 дн.
Сутки
−3
−0,13%
Неделя
 
Месяц
 
Просмотров на пост
474
23 постов
Вовлечённость
20,3%
к подписчикам
Постов в день
0,4
всего 23
Упоминаний
1
каналов
Охват размещения
оценка
1/24сутки в ленте
206
1/48двое суток
236
1/72трое суток
254

Оценка по просмотрам недавних постов: пост набирает почти всё за первые сутки.

Посты

  • 🔴 აფხაზეთის ომი - პრობლემის არსი და გამოსავალი - გიორგი ქარდავას ხედვა ‼️ იუთუბზე გადაცემის ყურება შეგიძლიათ ამ ბმულზე: 👇 https://youtube.com/live/0oan_gfyU6Q?feature=share ‼️ ფეისბუკზე გადაცემის ყურება შეგიძლიათ ამ ბმულზე: 👇 https://www.facebook.com/ConservativesGEO/videos/1991297552257548 ‼️ ვკონტაქტეზე გადაცემის ყურება შეგიძლიათ ამ ბმულზე: 👇 https://vkvideo.ru/live-211896348_456254593

  • დღეს, 14 აგვისტოს, ზუსტად 34 წელი გავიდა აფხაზეთის ომის დაწყებიდან. 34 წელი - და ეს ტრაგედია საქართველოსთვის კვლავაც მოუშუშებელ ჭრილობად რჩება. ჭრილობად, რომელიც მხოლოდ მაშინ შეიძლება განიკურნოს, როდესაც საქართველო ტერიტორიულად გამთლიანდება და საკუთარ სახლებს მოწყვეტილი ქართველები აფხაზეთში დაბრუნდებიან. მაგრამ ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ სურვილი და ემოცია არ ეყოფა. იმისთვის, რომ ოდესმე რეალურად გადავდგათ ნაბიჯი კონფლიქტის მოგვარებისკენ, აუცილებელია წარსულის მშვიდად, ობიექტურად და ყოველგვარი პოლიტიკური მითების, ისტერიისა და სადღეგრძელოების გარეშე გაანალიზება. უნდა გავიგოთ, რა პროცესებმა მიგვიყვანა ომამდე, რა შეცდომები დავუშვით, რატომ ვერ შევძელით ვითარების მართვა და რა ფაქტორებმა განაპირობა ის მძიმე მარცხი, რომელმაც ქვეყანას უმძიმესი ადამიანური, ტერიტორიული, ეკონომიკური და ფსიქოლოგიური ზიანი მიაყენა. წარსულის გააზრება საკუთარი თავის დადანაშაულებას არ ნიშნავს. პირიქით, ეს არის პასუხისმგებლობის აღება მომავლის წინაშე. თუ ჩვენი შეცდომებიდან სათანადო დასკვნებს ვერ გამოვიტანთ, არსებობს საფრთხე, რომ მომავალში იგივე შეცდომები კვლავ გავიმეოროთ. სამწუხაროდ, 34 წლის შემდეგაც აფხაზეთის ომის შესახებ ჩვენს საზოგადოებაში ხშირად ზედაპირული, ცალმხრივი და პოლიტიკურად მოტივირებული შეფასებები დომინირებს. სახელმწიფოს კი ამ დრომდე არ შეუქმნია სრულფასოვანი, კომპეტენტური და სახელმწიფოებრივი ხედვა, რომელიც წარსულის გამოცდილებას გააანალიზებდა და მომავალზე ორიენტირებულ ხედვებს ჩამოაყალიბებდა. ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ ხსოვნა, არამედ ცოდნა, გააზრება და სწორი სახელმწიფოებრივი სტრატეგია. მარადიული ხსოვნა აფხაზეთის ომში დაღუპულ ყველა ქართველ მეომარს. საქართველო აუცილებლად გამთლიანდება. ქართველები აუცილებლად დავბრუნდებით აფხაზეთში. https://www.facebook.com/share/p/1EU21hpP6t/?mibextid=wwXIfr

  • სანამ საქართველოს მთავრობის წევრები იმას გვიმტკიცებენ, თუ რა კარგად ცხოვრობს საქართველო მათი მმართველობის პირობებში, ამასობაში თურქეთის პარლამენტიდან ჩვენი ქვეყნის მისამართით ღიად არამეგობრული განცხადებები გაჟღერდა. თურქი დეპუტატები 10 პოლიტიკური პარტიიდან ანკარას მოუწოდებენ, აღიაროს აფხაზეთის დე ფაქტო პასპორტები და დაამყაროს პირდაპირი საზღვაო და საჰაერო მიმოსვლა თურქეთსა და აფხაზეთს შორის. ჯამში, ეს პოლიტიკური ძალები თურქეთის პარლამენტში 206 მანდატს ფლობენ, რაც პარლამენტის დაახლოებით 34%-ს შეადგენს. ერთ-ერთი ვერსიით, ეს განცხადებები შიდა თურქული აუდიტორიისთვის გაკეთდა. თურქეთში საკმაოდ ძლიერი ჩერქეზულ-აფხაზური დიასპორაა, რომელიც აქტიურად ლობირებს აფხაზეთის საკითხს. თუმცა, საკმაოდ საგანგაშოა ის ფაქტი, რომ მოქმედი პარლამენტის დაახლოებით ერთი მესამედი ამგვარ პოზიციას იზიარებს. ოფიციალური ანკარა ჯერჯერობით ემიჯნება თურქეთის პარლამენტში გაჟღერებულ ანტიქართულ განცხადებებს, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თანამედროვე თურქეთი სულ უფრო აქტიურად ავლენს საკუთარ გეოპოლიტიკურ ამბიციებს. თურქეთს დღემდე ოკუპირებული აქვს კვიპროსის ჩრდილოეთი ნაწილი, აქტიურად ერევა მეზობელი ქვეყნების საშინაო საქმეებში. ერდოღანმა 2020 წელს მეჩეთად გადააქცია და დემონსტრაციულად ილოცა აია-სოფიაში, რომელიც ჯერ კიდევ ათათურქის დროს იყო მუზეუმად გამოცხადებული. გარდა ამისა, ანკარა დღემდე აყენებს თურქი-მესხების ჩამოსახლების საკითხს. ის, რომ თურქეთს ექსპანსიური გეოპოლიტიკური ამბიციები გააჩნია და, მათ შორის, საქართველოსაც საკუთარი გავლენის სფეროდ განიხილავს, საკითხის მცოდნე ადამიანებისთვის სიახლეს არ წარმოადგენს. თუმცა, განსაკუთრებით საგანგაშოა ქართული მხარის სრული დუმილი. თურქეთის პარლამენტში გაჟღერებულ ანტიქართულ გზავნილებს საქართველოს მხრიდან თუნდაც ფორმალური პროტესტიც კი არ მოჰყოლია. მეტიც, არც ერთ მსხვილ ქართულ მედიასაშუალებას არ გაუვრცელებია აღნიშნული ინფორმაცია. სიმბოლურია ისიც, რომ დღეს დიდგორობაა - ქართველთა ისტორიული გამარჯვების დღე თურქ-სელჩუკთა იმპერიის წინააღმდეგ. ისტორია გვახსენებს, რომ რეგიონში დიდი სახელმწიფოების გეოპოლიტიკური ამბიციები არასდროს ქრება. ხოლო სახელმწიფოს, რომელიც საკუთარ ეროვნულ ინტერესებს სათანადოდ ვერ იცავს, ყოველთვის ემუქრება საფრთხე, გახდეს სხვათა გეოპოლიტიკური ინტერესების ობიექტი. https://www.facebook.com/share/p/1EhEHUa9rD/?mibextid=wwXIfr

  • 10 авг.336371из altinfonews

    📍 მოძრაობა არაბული ქალაქების წინააღმდეგ! საორგანიზაციო შეკრება: 🗓 კვირა, 16 აგვისტო | 19:00 საათი 📌 ქუთაისი, 100 საფეხურიანი კიბე გაწევრიანდით ჩვენს რიგებში და გახდით ამ ბრძოლის თანაორგანიზატორი! კონსერვატორები საქართველოსთვის

  • 2008 წლის ომის შესახებ https://www.facebook.com/share/p/1DiorFeYef/?mibextid=wwXIfr

  • ელექტროენერგიის მასშტაბურ გათიშვებთან დაკავშირებით https://www.facebook.com/share/v/1Krw9XxExG/?mibextid=wwXIfr

  • 6 авг.772412

    დაახლოებით ერთი წლის წინ, როდესაც „ქართულ ოცნებაში“ მორიგი სისტემური წმენდა ჩატარდა და ღარიბაშვილი-ლილუაშვილის ფლანგი ჩამოაშორეს ძალაუფლებას, დაპირისპირებაში გამარჯვებულმა ჯგუფმა, ირაკლი კობახიძის სახით, შიდაპოლიტიკური კრიზისიდან საზოგადოების ყურადღების გადასატანად და შელახული რეიტინგის გასაუმჯობესებლად, საქართველოში სასურსათო პროდუქტებზე მაღალი ფასების საკითხის წამოწევა გადაწყვიტა. კობახიძემ სპეციალური ვიდეომიმართვაც კი ჩაწერა, სადაც განაცხადა, რომ საქართველოში სასურსათო პროდუქტებზე ფასები ხელოვნურად არის გაზრდილი, ბევრ შემთხვევაში კი ისინი საფრანგეთსა და გერმანიაზე უფრო მაღალია, რის გამოც შესაბამისი ზომების მიღებაა საჭირო. ამ განცხადებებს მოჰყვა მასშტაბური საინფორმაციო კამპანია, ხელისუფლების პროპაგანდისტების აქტიური ჩართულობა და სპეციალური სამთავრობო კომისიის შექმნაც, რომელსაც აღნიშნული საკითხი უნდა შეესწავლა. შედეგი? ერთი წლის შემდეგ სასურსათო პროდუქტებზე ფასები კიდევ უფრო გაიზარდა, რიგითი მოქალაქისთვის ცხოვრება კიდევ უფრო გაძვირდა, ხოლო შემოსავლები პრაქტიკულად უცვლელი დარჩა. თავიდანვე ნათელი იყო, რომ ხელისუფლება ამ მიმართულებით რეალურ ნაბიჯებს არ გადადგამდა და მთელი ეს პროცესი მხოლოდ საინფორმაციო-პროპაგანდისტული კამპანია იყო. ქვეყანაში, რომელიც თითქმის არაფერს აწარმოებს, რომელსაც ინდუსტრია პრაქტიკულად არ გააჩნია, სადაც საგარეო სავაჭრო სალდო მკვეთრად უარყოფითია და იმპორტი ექსპორტს დაახლოებით სამჯერ აღემატება, ხოლო ხელისუფლებასთან დაახლოებული მონოპოლისტური კომპანიები ფასებს ხელოვნურად განსაზღვრავენ, სასურსათო პროდუქტები ყოველთვის ძვირი იქნება. https://www.facebook.com/share/p/17WCKNyAj6/?mibextid=wwXIfr

  • 5 авг.621532

    უკრაინაში, რომელიც უკვე ოთხი წელია უმძიმესი დარტყმებისა და პერმანენტული სარაკეტო დაბომბვების ქვეშაა, ელექტროენერგიის მიწოდების უზრუნველყოფა მაინც ხერხდება. საქართველოში კი დაუდგენელი მიზეზით უკვე მესამედ მოხდა სრულმასშტაბიანი ბლექაუთი. ყველაფერი, რაც “ეფექტური” მთავრობის შესახებ უნდა ვიცოდეთ.

  • 5 авг.38317из shotamartinenko

    ბავშვებს ბაღებში ცხენის ხორცხს აჭმევდნენ ქარელში და მარნეულში გთხოვთ, გავაზიაროთ: https://www.facebook.com/reel/887824170677478

  • 3 авг.553311из altinfocom

    🔴 ხელისუფლების მორიგი ტყუილი ფასების შემცირებაზე; მოძრაობა არაბული ქალაქების მშენებლობის წინააღმდეგ ‼️ იუთუბზე გადაცემის ყურება შეგიძლიათ ამ ბმულზე: 👇 https://youtube.com/live/GsKEM3URfIk?feature=share ‼️ ფეისბუკზე გადაცემის ყურება შეგიძლიათ ამ ბმულზე: 👇 https://www.facebook.com/ConservativesGEO/videos/1030816096429641 ‼️ ვკონტაქტეზე გადაცემის ყურება შეგიძლიათ ამ ბმულზე: 👇 https://vkvideo.ru/live-211896348_456254581

  • 3 авг.406292из altinfonews

    არაბული ქალაქების მშენებლობის შეჩერება მხოლოდ ერთობლივი ძალებით შეგვიძლია - გიორგი ქარდავა გთხოვთ, გავაზიაროთ: https://www.facebook.com/reel/905778598719401

  • 1 авг.29840из altinfonews

    📍 საორგანიზაციო შეკრება არაბული ქალაქების წინააღმდეგ! 🗓 კვირა, 2 აგვისტო | 19:00 საათი 📌 ვარკეთილის მეტროს შესასვლელი ვიწყებთ მოძრაობას არაბული ქალაქების მშენებლობის შესაჩერებლად. გაწევრიანდით ჩვენს რიგებში და გახდით ამ ბრძოლის თანაორგანიზატორი! კონსერვატორები საქართველოსთვის

  • 30 июл.38438из altinfonews

    საორგანიზაციო შეკრება ვარკეთილში - მოძრაობა არაბული ქალაქების წინააღმდეგ გთხოვთ, გავაზიაროთ: https://www.facebook.com/reel/1071506898665068

  • ხელისუფლება იმდენად ლიბერალურ საიმიგრაციო პოლიტიკას ატარებს და იმდენი უცხო ქვეყნის მოქალაქე დაასახლა საქართველოში, რომ ისინი უკვე ორგანიზებულ მძიმე კრიმინალურ საქმიანობაშიც აღარ ერიდებიან ჩართვას.

  • 28 июл.35732из altinfonews

    📍 საორგანიზაციო შეკრება არაბული ქალაქების წინააღმდეგ! 🗓 კვირა, 2 აგვისტო | 19:00 საათი 📌 ვარკეთილის მეტროს შესასვლელი ვიწყებთ მოძრაობას არაბული ქალაქების მშენებლობის შესაჩერებლად. გაწევრიანდით ჩვენს რიგებში და გახდით ამ ბრძოლის თანაორგანიზატორი! კონსერვატორები საქართველოსთვის

  • 28 июл.42429из altinfonews

    ვისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ, კონსერვატორების ხმა ესმოდეს, დააფინანსეთ თქვენი პოზიციის, თქვენი ღირებულებების დამცველი არხი. ფინანსური დახმარება შეგიძლიათ გადმოაგზავნოთ შემდეგ რეკვიზიტებზე: მიმღები: ირაკლი მარტინენკო ლიბერთი ბანკი • LIBERTY BANK ანგარიშის ნომერი: GE47LB0711195375703000 უცხოეთიდან პირადი გზავნილის შემთხვევაში, გზავნილის კოდი გამოაგზავნეთ ამ ნომერზე +(995) 555 38 49 29 „ვოტსაპი“, „ვაიბერი“, „ტელეგრამი“: მიმღები: ირაკლი მარტინენკო

  • 27 июл.519351из altinfocom

    🔴 რატომ სურს რუსეთს ინგუშეთის გავლით საქართველოსთან გზის აშენება? - გიორგი ქარდავას ხედვა ‼️ იუთუბზე გადაცემის ყურება შეგიძლიათ ამ ბმულზე: 👇 https://youtube.com/live/bFPgx1BbtDo?feature=share ‼️ ფეისბუკზე გადაცემის ყურება შეგიძლიათ ამ ბმულზე: 👇 https://www.facebook.com/ConservativesGEO/videos/28009701981981649 ‼️ ვკონტაქტეზე გადაცემის ყურება შეგიძლიათ ამ ბმულზე: 👇 https://vk.ru/video-211896348_456254577

  • 27 июл.34830из altinfonews

    საორგანიზაციო შეკრება გორში - მოძრაობა არაბული ქალაქების წინააღმდეგ გთხოვთ, მაქსიმალურად გავაზიაროთ: https://www.facebook.com/reel/2078703226106038

  • 26 июл.47333из altinfocom

    მოძრაობა არაბული ქალაქების წინააღმდეგ - საინფორმაციო შეხვედრა გორში: https://www.facebook.com/share/v/186RKZg53M/

  • без подписи