- Последний пост
- 14 авг.
- Последнее чтение
- 15 авг.
- Постов за неделю
- 5
- Всего постов
- 23
- Тип
- открытый
- Язык
- ka
- В каталоге с
- 12 авг.
- 1/24сутки в ленте
- 67
- 1/48двое суток
- 76
- 1/72трое суток
- 82
Оценка по просмотрам недавних постов: пост набирает почти всё за первые сутки.
Посты
34 წლის წინ აფხაზეთის ომი დაიწყო. ომი, რომლის ტკივილიც მოუშუშებელ იარად ამჩნევია და დღემდე აჩრდილად თან სდევს თითოეულ ქართველს. წითელი იმპერიისა და სოციალისტური ბანაკის დაშლამ, 90იან წლებში გამოიწვია ომის ცუნამი, რომლის ტალღებმაც სისხლისღვრითა და ნგრევით გადაუარეს დამოუკიდებლობა ახლად აღდგენილ ერებს აღმოსავლეთ ევროპაში. ამ მხრივ გამორჩეულია პატარა საქართველო, რომელსაც ბედისწერამ მძიმე ხვედრი არგუნა - კრემლის იმპერიალიზმთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ჩაბმა. პოლიტიკურ, ეკონომიკურ კრიზისსა და სამოქალაქო ომში მყოფ საქართველოს კრემლმა მორიგი განსაცდელი დაატეხა თავს. ქართველი მეომრები 13 თვისა და 13 დღის განმავლობაში მარტოდმარტო, შეუპოვარ წინააღმდეგობას უწევდნენ რუსული რეგულარული არმიის ნაწილებსა და მათ წარმოქმნილ ანტიქართულ ძალებს - ჩრდილო-კავკასიელ ტერორისტებს, დაქირავებულ კაზაკ და დნესტრისპირელ ბოევიკებს, ბაგრამიანის ბატალიონის სომხებსა და აფსუებს. უთანასწორო ბრძოლას 5 ათასზე მეტი ქართველი მეომრის სიცოცხლე შეეწირა, 300 ათასამდე ქართველი დევნილად იქცა საკუთარ მიწაზე. არეულობამ, ღალატმა და რუსების მზაკვრობამ შედეგი გამოიღო - ანტიქართულმა ძალებმა იმარჯვეს, ბრძოლა წაგებულია, მაგრამ ომი გრძელდება... დიდება სამშობლოსთვის დაცემულ რაინდებს! აფხაზეთი საქართველოა!
видео или голосовое, без подписи
1121 წლის 12 აგვისტოს გაიმართა დიდგორის ბრძოლა ქართულ ლაშქარსა და თურქ-სელჩუკურ ურდოებს შორის. ეს არის დღე, როცა პატრა ერმა დიდი ისტორია დაწერა. საქართველო ოდითგანვე ევროპის აღმოსავლეთ ბასტიონს წარმოადგენდა და მუდამ ევროპული რწმენის, კულტურისა და ცივილიზაციის სადარაჯოზე იდგა. საქართველოში ახალი ფრონტის გახსნამ სერიოზული პრობლემები შეუქმნა მუსლიმებს, რომლებიც დასავლეთით ჯვაროსნებთან ომში იყვნენ ჩაბმულნი. კავკასიაში მძლავრი ქრისტიანული სახელმწიფოს აღორძინებამ, სარკინოზებთან ომში მყოფ ანტიოქიისა და იერუსალიმის სამეფოებსაც იმედი მისცა, ამიტომ ქართველების ეს დიდი გამარჯვება მათაც საერთო ქრისტიანულ გამარჯვებად აღიქვეს. ქართველებმა დაამტკიცეს, რომ რაოდენობა არაფერს ნიშნავს, როცა ერი ერთიანია და მის გულში რწმენა და სამშობლოს სიყვარული იწვიან. იყო ბრძოლა... იყო დიდგორი... ძლევაჲ საკვირველი... ჩვენი მოსაგები დიდგორი კიდევ წინ არის... და კვლავ უნდა გამთლიანდეს საქართველო...
დღეს ვიხსენებთ თანამედროვე ქართული ალპინიზმის ლეგენდას, მთის დოკუმენტალისტს, მკვლევარსა და უბრალოდ ძალიან დიდ პატრიოტს - არჩილ ბადრიაშვილს. არჩილმა მთამსვლელობა ადრეულ ასაკში დაიწყო - 9 წლისა მამასთან ერთად ჭაუხების მთებში ავიდა, ხოლო 15 წლის ასაკში მყინვარწვერი დალაშქრა. მთელი ცხოვრება ქართული ალპინიზმის პოპულარიზაციასა და განვითარებას მოუძღვნა. არჩილ ბადრიაშვილისა და მისი მეწყვილეების ექსპედიციები მსოფლიოს ურთულეს და მიუწვდომელ მწვერვალებს მოიცავდა. მას ურთულესი - VI კატეგორიის შვიდი მარშრუტი აქვს გავლილი, აქედან 3 აუსვლელი მთაა და ერთი გაუვლელი გზა. ხოლო V კატეგორიის 17 ასვლიდან, 12 ახალი, აქამდე გაუვლელი მარშრუტია. 2019 წლის ივლისში არჩილი თავის მეწყვილესთან გიორგი ტეფნაძესთან ერთად მსოფლიოს სიმაღლით IX, ხოლო სიკვდილიანობის მაჩვენებლით III მწვერვალზე - ნანგა პარბატზე ავიდა და პირველად ააფრიალა ქართული დროშა ამ მთაზე. ბადრიაშვილის ბოლო ესქპედიციებიდან აღსანიშნავია ექსპედიცია ჰიმალაებში, აუსვლელ მწვერვალ ნანდა შორიზე და რთულ მწვერვალ ჩანგუჩზე. არჩილ ბადრიაშვილმა ექვსჯერ მიიღო ქართული "ოქროს წერაყინის" ჯილდო, ზედიზედ ხუთჯერ წარდგენილი იყო მსოფლიო Piolet d'Or (ოქროს წერაყინი) ჯილდოზე და 2022 წელს პაკისტანის იქამდე დაუპყრობელ მწვერვალ სარაგარზე ასვლისთვის მიიღო. არჩილ ბადრიაშვილი გახლდათ მსოფლიო მნიშვნელობის ალპინისტი, რომელსაც წინ კიდევ ბევრი მწვერვალის დაპყრობა და წარმატება ელოდა, თუმცა ბედისწერამ სხვაგვარად გადაწყვიტა. 2024 წლის 10 აგვისტოს მწვერვალ შხელდაზე, მას მეხი დაეცა და კლდიდან მოწყვიტა. "მთასავით დიდებული და სუფთა ბიჭი იყო არჩილი, საიმედო და საამაყო! შხელდამ ჩაიხუტა გულში, ნაპრალმა ჩაჰკიდა ხელი, მყინვარმა გადახვია მხარი, მთამ მისად დაიტოვა ჩვენი მეგობარი... ცოცხალ ლეგენდებს ვერ იტევს მიწა! ეპოქის დასასრული!" - ასეთი სიტყვებით გამოემშვიდობნენ არჩილ ბადრიაშვილს მისი მეგობრები. ჩვენის მხრივ კი ვიტყვით, რომ ალპინიზმი თავისი თავდადებით, სირთულითა და შეუპოვრობით უტოლდება ომს მშვიდობიანობის დროს, ხოლო ყოველი დაღუპული ალპინისტი მეტაფიზიკური ფრონტის გმირია. ეს იცოდა არჩილმაც, ამიტომ ყოველ ექსპედიციაში მისი წასვლა - ბრძოლისთვის სამზადისს ჰგავდა. არჩილის მეხისგან დაღუპვაც შემთხვევითი არ უნდა იყოს, ალპინიზმს მისტიციზმი მუდამ თან სდევს, ხოლო ძველ ქართულ რწმენაში მსგავსი სიკვდილი უდიდეს საკრალურ და სიმბოლურ მნიშვნელობას ატარებდა. გვჯერა, რომ არჩილი ახლაც უკვდავების მარშრუტებით ზეციურ მწვერვალებს იპყრობს...
видео или голосовое, без подписи
გიორგი ანწუხელიძე ჩვენი დროის გმირი, თუშური საბრძოლო ტრადიციის ღირსეული გამგრძელებელი და სამშობლოსათვის თავდადების მაგალითი. სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე მონაწილეობას იღებდა 2004 წლის საბრძოლო ოპერაციაში ცხინვალის რეგიონში და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში. 2008 წლის 9 აგვისტოს რუსებმა გიორგი ანწუხელიძე დაატყვევეს. ნოემბრამდე ანწუხელიძე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. მოგვიანებით ოკუპირებული ცხინვალიდან გადმოსვენებული ათი ქართველის ცხედრის გენეტიკური ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ანწუხელიძე ერთ-ერთი მათგანი იყო. 2009 წლის იანვარში, ინტერნეტში გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, სადაც გიორგი ანწუხელიძის წამებაა ასახული. რუსებს და ოსებს დასისხლიანებული გიორგი წრეში ჰყავდათ მოქცეული და რიგრიგობით ურტყამდნენ ფეხებს კეფასა და ზურგში. მტერი ანწუხელიძეს აიძულებდა მიწისთვის ეკოცნა და მათთვის საჭირო ინფორმაცია გაეთქვა, მაგრამ 23 წლის გმირის გატეხვა ვერ შეძლეს. საბოლოოდ გიორგი ანწუხელიძე ცემით მოკლეს. ანწუხელიძეს მსხვერპლიც ისეთივე ფასეული და სამაგალითოა მომავალი თაობებისთვის როგორც - ცოტნე დადიანის, ქეთევან დედოფლის, კოტე აფხაზის, გურამ გაბესკირიას და სხვათა თავდადება. უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე დაჯილდოებულია - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, “სამშობლოსათვის თავდადებული” მედლით და ეროვნული გმირის ორდენით. მარადიული დიდება გაუტეხელ, სამაგალითო ქართველ გმირს! სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე სუფევს!
видео или голосовое, без подписи
2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი გადაიზარდა ფართომასშტაბიან ომში, რომლისთვისაც რუსეთი რამდენიმე წლის განმავლობაში ემზადებოდა. ქართულმა სამხედრო და საპოლიციო დანაყოფებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს აშკარა ტექნიკურ და რიცხობრივ უპირატესობაში მყოფ რუს აგრესორებს. ქართულმა ჯარმა, საკუთარი ძალებით შეძლო დიდი ზიანის მიყენება აგრესორებისთვის, მათ შორის, ისტორიაში პირველად რუსეთისთვის სტრატეგიული ბომბდამშენის ჩამოგდებაც. 18 წლის წინ კრემლის ურდოებმა ვერ შეძლეს თბილისში შემოსვლა, რამაც მათ მესვეურებს სტრატეგიის შეცვლისკენ უბიძგა - ტანკების ნაცვლად, მათ რბილი ძალის გამოყენება დაიწყეს. უნდა გვესმოდეს, რომ ომით დაკარგულს, მხოლოდ ომითვე დავიბრუნებთ. განცხადებები დიპლომატიაზე პოპულიზმია, რადგან დიპლომატია მხოლოდ მაშინ მუშაობს, როცა ძალა უმაგრებს ზურგს. გვახსოვს ჩვენი გმირების მსხვერპლი და პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას. სამარადისო დიდება სამშობლოსთვის დაცემულ გმირებს! სამაჩაბლო საქართველოა! 🇬🇪
1945 წლის 6 აგვისტოს ჰიროსიმაზე და 9 აგვისტოს ნაგასაკიზე ჩამოგდებულმა ბირთვულმა ბომბებმა იმ დროისთვის არნახული მასშტაბის ნგრევა და მსხვერპლი გამოიწვიეს. ჰიროსიმაში აფეთქების უშუალო ზემოქმედებისგან 100 ათასამდე ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ნაგასაკიში 80 ათასამდე. მომხდარიდან ხუთი წლისთავზე, ონკოლოგიისა და აფეთქების სხვა გრძელვადიანი ზემოქმედების შედეგად დაღუპულ ადამიანთა საერთო რიცხვი ჰიროსიმაში 200 ათასამდე, ხოლო ნაგასაკიში 150 ათასამდე ავიდა. აფეთქების ეპიცენტრიდან 2-3 კილომეტრის რადიუსზე ადვილად აალებადი მასალები, ისეთები როგორიც ქაღალდია თავისით ალდებოდა. ხის შენობებით განაშენიანებულ ქალაქებში ცეცხლის კერები სწრაფად გაჩნდა, ჰიროსიმაში ეს კერები ერთ დიდ ცეცხლის ქარიშხალში გადაიზარდა, რომელმაც აფეთქების პირველ წუთებში გადარჩენილი ადამიანები შეიწირა. ამერიკული ავიაციის მიერ ჰიროსიმასა და ნაგასაკის ატომური დაბომბვა კაცობრიობის ისტორიაში ბირთვული იარაღის გამოყენების ერთადერთი შემთხვევებია. "ჩვენს მაგივრად, გერმანელებს რომ ჩამოეგდოთ ბირთვული ბომბები ქალაქებზე, ჩვენ ბირთვული ბომბების ქალაქებზე ჩამოგდებას სამხედრო დანაშაულად შევაფასებდით, ხოლო ამ დანაშაულში პასუხისმგებელ გერმანელებს, ნიურნბერგში სიკვდილით დასჯის განაჩენს გამოვუტანდით და ჩამოვახრჩობდით" - ლეო სილარდი. მართლაც, აქამდე არნახული მასშტაბისა და სისასტიკის დანაშაულზე პასუხი არავინ აგო, ხოლო დემოკრატიისა და სიკეთის ნიღაბ ამოფარებული ბოროტება კვლავ აგრძელებს გამარჯვებულის პოზიციიდან ისტორიის წერას.
видео или голосовое, без подписи
видео или голосовое, без подписи
გასულ დღეებში ვუმასპინძლეთ ჩვენს ფრანგ თანამოაზრეს - Aquila Popularis-იდან. ერთად დავათვალიერეთ ჩვენი დედაქალაქის ღირსშესანიშნავი ადგილები, გავაცანით მისი ისტორია, ვეწვიეთ მცხეთას, ვისაუბრეთ სხვადასხვა თემაზე და უბრალოდ კარგი დრო გავატარეთ. მსგავსი შეხვედრები გვახსენებენ, რომ მანძილის მიუხედავად, ჩვენ გვაერთიანებენ საერთო ღირებულებები, ფასეულობები და გამოწვევები. სწორედ ამიტომ არის ასე აუცილებელი ერთმანეთთან კომუნიკაციის განვითარება, გამოცდილების გაზიარება და გვერდში დგომა. მხოლოდ თანამშრომლობის, ურთიერთმხარდაჭერისა და სოლიდარობის გზით არის შესაძლებელი მტკიცე კავშირების დამყარება, რომლებიც დროთა განმავლობაში ნამდვილ მეგობრობასა და ერთობლივ პროექტებში გადაიზრდებიან. ახალგაზრდებს მოგიწოდებთ - ნუ აარიდებთ თავს უცხოელ თანამოაზრეებთან კონტაქტს, შეხვედრას, თანამშრომლობას. ყოველი ახალი კონტაქტი სიმყარეს მატებს ჩვენს საერთო ბრძოლას. Europe! Jeunesse! Révolution!
видео или голосовое, без подписи
"ადამიანი სიმამაცის გარეშე - დედამიწაზე ყველაზე უბადრუკი არსებაა. ვერაფერი, რისიც გეშინია, ისე არ განადგურებს სრულად, როგორც თავად შიში, რომელიც გამოძრავებს. ადექი და წააგე ბრძოლა. ეს სჯობს, პაწაწინა გამარჯვების მიღმა დამალვას" კეტრინ ჰეპბერნი
„მულტიკულტურალიზმის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ერთადერთი კულტურა, რომლის დაძრახვის უფლებაც გაქვთ, არის თქვენი საკუთარი". მარტინ ემისი
გასულ უქმეებზე, მონაწილეობა მივიღეთ TrailLab-ის მიერ ორგანიზებულ მორიგ სამთო გარბენში. ჩვენმა პატარა ჯგუფმა წარმატებით დაძლია 47 კილომეტრიანი დისტანცია 2400 მეტრიანი ამაღლებით. ეს იყო მძიმე აღმართებისა და დაღმართების, დაღლილობის, დისკომფორტის, ძლიერი ტკივილისა და საკუთარ თავთან ბრძოლის 47 კილომეტრი. თრეილრანინგი არის სპორტი, სადაც პირველ რიგში საკუთარ თავს ეჯიბრები: სწავლობ მოთმინებას, შიშის გადალახვას და საკუთარ თავში ისეთი ძალების აღმოჩენას, რომელთა შესახებ ვერც კი წარმოიდგენდი. სწორედ ამიტომ, თითოეული ასეთი დისტანცია პირადი გამარჯვებაა. შეჯიბრზე მიღებული ემოციები და მარშრუტის განმავლობაში გადაშლილი ხედები კიდევ დიდხანს დარჩება მეხსიერებაში. რბოლის განმავლობაში, ზოგიერთი ლოკაციიდან მოსჩანდა კავკასიონის დედოფალი, მწვერვალი — უშბა, რომელიც დამატებით მოტივაციას გვაძლევდა, რადგანაც მისი დაპყრობა ჩვენს სამომავლო გეგმებში შედის. ფინიშის შემდეგ ვეწვიეთ ლეგენდარული ალპინისტის, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმს — ადამიანის, რომლის ცხოვრებაც სიმამაცის, შეუპოვრობის, ალტრუიზმისა და მთების სიყვარულის სიმბოლოდ იქცა. ასეთი ადგილები არანაკლებად შთაგვაგონებს, ვიდრე თავად მწვერვალები და გვახსენებს, რომ ყველაზე დიდი მიღწევები პირველი ნაბიჯებით იწყება. სწორედ ახლა არის დრო, თქვენც გადადგათ პირველი ნაბიჯები, გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან და სპორტი თქვენს ყოველდღიურობად აქციოთ. შევძელით ჩვენ - შეძლებთ თქვენც! გახსოვდეთ - ერს ჯანსაღი ახალგაზრდობა სჭირდება!
видео или голосовое, без подписи
видео или голосовое, без подписи
видео или голосовое, без подписи
видео или голосовое, без подписи