ODISHINEWS
СтатистикаЗавжди перші (მუდამ პირველები) - ტელერადიოკომპანია ოდიშის ოფიციალური ტელეგრამ-არხი
- Последний пост
- 13 авг.
- Последнее чтение
- 15 авг.
- Постов за неделю
- 5
- Всего постов
- 22
- Тип
- открытый
- Язык
- ka
- Категория
- Новости и СМИ (по похожим)
- В каталоге с
- 13 авг.
- 1/24сутки в ленте
- 465
- 1/48двое суток
- 532
- 1/72трое суток
- 574
Оценка по просмотрам недавних постов: пост набирает почти всё за первые сутки.
Посты
მიწა - ლოდად: ერთგული „ვაგნერელი“ აფრიკაში დაიწვა, რეჟიმის ლაქია კი საკუთარმა „გმირმა“ სასიკვდილოდ სცემა პუტინის რეჟიმის მსახურებისთვის ჯოჯოხეთში ღია კარის დღეა. თანაც — სრულიად განსხვავებული სცენარებით, მაგრამ ერთნაირად „სასიამოვნო“ ფინალით. 🔹 აფრიკული ექსპრესი. აფრიკის ერთ-ერთ ქვეყანაში, საბრძოლო გაფრენისას, ლიკვიდირებულია რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების თადარიგის კაპიტანი, „ვაგნერის“ კერძო სამხედრო კომპანიის დაქირავებული მებრძოლი და, შეთავსებით, Z-არხ „Воевода Вещает“-ის ადმინისტრატორი დმიტრი სერდინოვი. უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამართლების მოყვარულმა აფრიკაში დამატებითი ფულის შოვნა გადაწყვიტა, მაგრამ რაღაც ისე ვერ წავიდა. მისი დაღუპვა Z-პროპაგანდისტმა „კოლეგებმაც“ უკვე დაადასტურეს. 🔹 სტუმართმოყვარე მიღება მოსკოვის ოლქში. რადიოსადგურ „Эхо Петербурга“-ის ყოფილ დირექტორსა და პატრიოტული ფონდის „Живое будущее“-ს ხელმძღვანელს, სერგეი ნედოვოდინს, 2014 წლიდან გულწრფელად უხაროდა ყირიმის ოკუპაცია, თანამშრომლობდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან და ოკუპანტების „გმირობებს“ ხოტბას ასხამდა. მაგრამ „რუსულმა სამყარომ“ მას პირდაპირ საკუთარ ეზოში მიაკითხა. 61 წლის „პატრიოტმა“ ხმაურიან მეზობლებს შენიშვნა მისცა, რის შემდეგაც ერთ-ერთმა „СВО-ს გმირმა“ იგი სწრაფად „გაისტუმრა“ რეანიმაციაში. ნედოვოდინი გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა. ყველაზე პიკანტური კი ისაა, რომ მოკლულის ქვრივი ახლა პოლიციასა და საგამოძიებო კომიტეტში უშედეგოდ გზავნის საჩივრებს. ძალოვნები კი საქმის აღძვრას არ ჩქარობენ — „გმირებისთვის“ ხელის ხლება მიღებული არ არის.
კიევის ოლქი: ჩამოგდებული დრონი კინაღამ მოძრავ მანქანას დაეცა
🔘 ეს კი დილის ნოვოროსიისკია, სადაც გამთენიისას ცა წითლად შეიღება უკრაინული დრონების შეტევის გამო. როგორც ჩანს, ამჯერად შეტევის სამიზნე უმსხვილესი პურპროდუქტების კომბინატია, რომელიც რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომბინატია ხორბლის გადამუშავებისა და პურპროდუქტების წარმოების კუთხით. როგორც ჩანს, აწი ტყ**ს შიმშილიც დაემატება.
🔴 წარმოუდგენელი სისასტიკის კადრები, როგორ ექცევიან რუსი ოკუპანტები თავიანთვე თანამებრძოლებს, უდევს ბუტუსოვს - ვფიქრობ, ღირს თუ არა დადება, ისეთი მარაზმია
🔘 სოჭში ბენზინის სრული დეფიციტია. ხალხი 8 აგვისტოს შემდეგ დგას ცოცხალ რიგში ან როცა სახლში მიდის ცოტა ხნით, მანქანას რიგში მეზობელს უტოვებს, რომ წინ თავის მანქანასთან ერთად წასწიოს. ქალაქის მერი ადგილობრივებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ პირადი ავტომანქანებით მგზავრობისგან. წყარო: "ნექსტა".
⚫️ კიევის ოლქის დასახლება პუხოვოში რუსული დრონების შეტევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
🔘 ჯონ მაკკეინის ძალიან მაგარი ფრაზა 2008 წლის აგვისტოში
🔘 ახლო აღმოსავლეთში სამმა გავლენიანმა ქვეყანამ: თურქეთმა, პაკისტანმა და საუდის არაბეთმა შექმნეს ნატოს მსგავსი ალიანსი: ერთ რომელიმეზე თავდასხმა ამიერიდან განიხილება, როგორც თავდასხმა სამივეზე.
🚀 ასე გამოიყურება ოდესის "ჩერნომორეცის" სტადიონი რუსული შეტევის შემდეგ
❗️პუტინმა მოხსენება გარდაცვლილი პოლკოვნიკისგან მიიღო? ვლადიმირ პუტინისა და საჰაერო-სადესანტო ჯარების 76-ე გვარდიული სადესანტო-საიერიშო დივიზიის (ე.წ. პსკოვის დივიზია) მეთაურის საუბრის ჩანაწერი გუშინ პროკრემლისტურმა მედიამ, ასევე კრემლის ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოაქვეყნეს. ჩანაწერში პუტინი პოლკოვნიკ აბდულაზიზ შიხაბიდოვს ეკითხება, აქვს თუ არა არმიას ყველაფერი, რაც სჭირდება, რაზეც შიხაბიდოვი პასუხობს, რომ ყველაფერი კარგად არის... თუმცა, პოლკოვნიკი აბდულაზიზ შიხაბიდოვი, გავრცელებული ცნობებით, ჯერ კიდევ 2025 წლის გაზაფხულზე დაიღუპა. იმავე წლის მაისში გამოცემა „აგენტსტვო“ (Агентство) წერდა, რომ დაღესტნის სკოლებში პატივს მიაგებდნენ პოლკოვნიკის ხსოვნას, რომელიც 76-ე დივიზიის მეთაურად დანიშვნიდან სულ ორი თვის შემდეგ დაიღუპა. შიხაბიდოვის დაღუპვის შესახებ ინფორმაციას Z-არხებიც ადასტურებდნენ.
🔘 7 აგვისტოს - შინდისის გმირების მემორიალთან
🔘 ⚡️ სოხუმში სროლა მოხდა რამდენიმე ტელეგრამ-არხის ინფორმაციით, სროლის შედეგად ცეცხლსასროლი ჭრილობები მიიღო აფხაზეთის ომის ვეტერანმა ერცახუ ადლეიბამ. 🏥 არსებული ცნობებით, დაჭრილი მრავლობითი ცეცხლსასროლი ჭრილობებით ე.წ. რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის მას ოპერაცია უტარდება. ℹ️ მომხდარის სხვა გარემოებები და თავდამსხმელის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია. ოფიციალური დეტალები დაზუსტებისთანავე გახდება ცნობილი.
⚡ აფხაზეთი მთლიანად ელექტროენერგიის გარეშე დარჩა – ავარია ენგურჰესზე ⚠️ აფხაზეთის ე.წ. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ენგურჰესზე მომხდარი სისტემური ავარიის გამო აფხაზეთის მთელ ტერიტორიას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. 🔧 უწყების ცნობით, ამ დროისთვის…
⚡ აფხაზეთი მთლიანად ელექტროენერგიის გარეშე დარჩა – ავარია ენგურჰესზე ⚠️ აფხაზეთის ე.წ. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ენგურჰესზე მომხდარი სისტემური ავარიის გამო აფხაზეთის მთელ ტერიტორიას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. 🔧 უწყების ცნობით, ამ დროისთვის ელექტრომომარაგების აღდგენის პროცესი უკვე დაწყებულია. ℹ️ დამატებითი ინფორმაცია, მათი განცხადებით, მოგვიანებით გავრცელდება. 🔹 წყარო: აფხაზეთის ე.წ. ენერგეტიკის სამინისტრო (МИНЭНЕРГО)
🚀 ნოვოსემეიკინო სხვა რაკურსით
🔘❗️❗️❗️ როგორც მოსალოდნელი იყო- დონალდ ტრამპმა ირანზე მასშტაბური დარტყმა გააუქმა და განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ირანის წინააღმდეგ მასობრივი სამხედრო თავდასხმისთვის სრულ საბრძოლო მზადყოფნაში („locked and loaded“) იყო, თუმცა ოპერაციის გაუქმებაზე თანხმობა გასცა მას შემდეგ, რაც თეირანმა და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებმა შეთანხმების საბოლოოდ გასაფორმებლად პაუზა ითხოვეს ( რაც ირანული მედიის თქმით ტოტალური ტყუილი და ტრამპის მოგონილი რეალობაა).
🚀 ნოვოსემეიკინო, სამარის ოლქი, Wildberries-ის საწყობები
без подписи
▌ზაალ ლატარია უკვე საქართველოშია: სარფში მას მეგობრები და ახლობლები დახვდნენ
🔴 მოსკოვში, რესტორან Balzi Rossi-ში მომხდარი აფეთქების შესახებ ცნობები (განახლებადი) თუ გაინტერესებთ, ერთად შევკარი ის, რაც ამ დროისთვისაა ცნობილი: გავრცელებული ცნობებით, აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, ხოლო დაახლოებით 20 დაშავდა. უკრაინული მედიის ცნობით, აფეთქების დროს რესტორანში ერთ-ერთი რუსი გენერლის დაბადების დღე აღინიშნებოდა. თუმცა, ამ დროისთვის ამ ინფორმაციას ოფიციალური დადასტურება არ აქვს. რუსულ Telegram-არხებსა და სოციალურ ქსელებში წერენ, რომ აფეთქების მომენტში Balzi Rossi დახურული იყო კერძო ბანკეტისთვის. ამავე ცნობებით, შემთხვევის ადგილზე თვითმხილველებმა შენიშნეს შავი სამხედრო სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილები და როსგვარდიის ავტობუსი, რამაც სხვადასხვა ვერსიის გავრცელებას შეუწყო ხელი. პროსამთავრობო Telegram-არხი Mash თავდაპირველად აფეთქების სავარაუდო მიზეზად გაზის გაჟონვას ასახელებდა, თუმცა მოგვიანებით რუსულ ონლაინ-დისკუსიებში გაჩნდა საწინააღმდეგო მოსაზრებებიც. მათი ავტორები ამტკიცებენ, რომ შენობაში ცენტრალური გაზი საერთოდ არ იყო მიყვანილი, რის გამოც ოფიციალური ვერსიის მიმართ კითხვები გაჩნდა. ამავე დროს, რუსულ Telegram-სივრცეში დაიწყო ვარაუდები იმის შესახებ, თუ რომელი გენერლის დაბადების დღე შეიძლებოდა აღენიშნათ. ყველაზე ხშირად სახელდება ორი გვარი: ვლადიმირ სელივიორსტოვი — გენერალ-მაიორი, ყოფილი 106-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის მეთაური; ალექსანდრ იაროშევიჩი — გენერალ-ლეიტენანტი, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტრანსპორტის უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი. თუმცა, ამ ეტაპზე არც ერთი სანდო რუსული მედია, სამხედრო ბლოგერი ან ოფიციალური უწყება არ ადასტურებს, რომ რომელიმე მათგანი Balzi Rossi-ში იმყოფებოდა ან აფეთქებასთან კავშირი ჰქონდა. ამ დროისთვის ასევე არ გამოქვეყნებულა დაღუპულთა და დაშავებულთა ოფიციალური ვინაობა, რის გამოც გენერლის შესახებ გავრცელებული ცნობები მხოლოდ დაუდასტურებელ ვერსიებად რჩება.