ალფა სიხშირე/ Alpha Frequency
СтатистикаУкраїна переможе! - სამოქალაქო სოლიდარობისა და ინფორმაციული თავდაცვის ინტერნეტ-მედია პლატფორმა.
- Последний пост
- 14 авг.
- Последнее чтение
- 15 авг.
- Постов за неделю
- 112
- Всего постов
- 112
- Тип
- открытый
- Язык
- ka
- Категория
- Новости и СМИ (по похожим)
- В каталоге с
- 13 авг.
- 1/24сутки в ленте
- 1 389
- 1/48двое суток
- 1 591
- 1/72трое суток
- 1 716
Оценка по просмотрам недавних постов: пост набирает почти всё за первые сутки.
Посты
❗️❗️❗️ #წავედით ტერორისტთა ურდოს ასადუღებლად—- ამ წუთებში უკრაინელთა 500-მდე კამიკაძე დრონი მიფრინავს რუსეთის რეგიონებისა და ოკუპირებული ყირიმისკენ- სამხედრო და ეკონომიკური/ენერგო ობიექტების დასაბომბად….
🗣️ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა მალე ჰორმუზის სრუტე „შეერთებული შტატების ტერიტორიად“ გამოაცხადოს— 📌 „ძალიან მალე ჰორმუზის სრუტეს შეერთებული შტატების ტერიტორიად გამოვაცხადებ“, — განაცხადა ამერიკის პრეზიდენტნა პოლიციის აკადემიის სწავლებისა და დაზვერვის ცენტრში გამოსვლისას.
🇺🇦 უკრაინული კამიკაძე დრონების უწყვეტი თავდასხმების წარმატებული შედეგი რუსული ეკონომიკის წინააღმდეგ: 🇷🇺 რუსეთში სოჭის რეკლამირება ყოველთვის ხდებოდა, როგორც ზაფხულის დასვენების საუკეთესო, “მარგალიტ” ადგილად…..თუმცა წელს, სეზონის პიკში, ზაფხული სოჭში აღარც ისე სტუმართმოყვარე ჩანს და აღარც ისე გლამურულად გამოიყურება….ცარიელი ქუჩები და გაკოტრებული მაღაზიები — აი, ასე გამოიყურება რუსეთის ტოპ კურორტები, სოჭი და ადლერი, სეზონის პიკში.
🇷🇺„რუსები განაგრძობენ ყირიმიდან გაქცევას და სოციალური ქსელებისთვის ცრემლიან ვიდეოებს იღებენ.“ 🟦 ვიდეოში ჩანს ემოციურად დაუძლურებული რუსი ქალი, რომელიც ცრემლებს ვერ იკავებს და ჰყვება თავისი მძიმე გადაწყვეტილების შესახებ. ის აღნიშნავს, რომ ორ ცეცხლს შუაა ამოყირავებული, რადგან შვილი ჰყავს და ვალდებულია, ბავშვის უსაფრთხოების გამო ყირიმი დატოვოს. მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე საკუთარი ბიზნესიც აქვს და ბოლომდე ვერ გაუაზრებია, როგორ გაართმევს თავს მარტო ბოგდანთან (შვილთან) ერთად ცხოვრებასა და ფულის პოვნას, ხვდება, რომ წასვლა ერთადერთი გამოსავალია. 🔹 საბოლოოდ, ქალი აღიარებს, რომ შეგუების ეტაპი გაიარა, ნივთების ჩალაგება და წასვლა უწევს. ის ცდილობს თავი იმით დაიმშვიდოს, რომ ყველაფერი მოგვარდება, უკეთესად იქნება და ოდესმე აუცილებლად დაუბრუნდება საკუთარ ბინას საცხოვრებლად…..
🇷🇺 რიგი მოსკოვის ერთ-ერთ ავტოგასამართ სადგურთან- ოპერატორი იუწყება, რომ რიგი ერთი ავტობუსის გაჩერებიდან მეორემდე ვრცელდება. ⛽️ მოსკოვისა და მოსკოვის ოლქის მცხოვრებლები AI-95 მარკის ბენზინის დეფიციტს უჩივიან. რამდენიმე თვითმხილველმა „ექოს“ განუცხადა, რომ ბევრ ავტოგასამართ სადგურზე AI-95 მარკის ბენზინი გაყიდვიდან ისევ ქრება. 🔹 ვითარება სულ უფრო უარესდება... უკრაინელთა მიერ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების უწყვეტი დაბომბვის შედეგად გამოწვეული კრიზისი და საწვავის დეფიციტი ამ დრომდე მაინც ვერ განმუხტა იმოორტირებულმა დიდი რაოდენობის ბენზინმა, თუ დიზელმა…
⚰️🇷🇺 “იღუპებიან ბავშვები, იღუპებიან ადამიანები. რა არის მიზანი? შეუძლია ვინმეს მიპასუხოს, რა არის იმის მიზანი, რაც ახლა ხდება? ფსიქიკა ყველას უკვე ნულზე აქვს, ხომ?” -ნოვოროსიისკის მცხოვრები აცხადებს, რომ ქალაქის მსგავსი დანგრევა ბოლოს 1941–1945 წლებში იყო.” 🗣️ ნოვოროსიისკში მცხოვრები ქალი ემოციურად საუბრობს ქალაქზე უკრაინელთა მიერ განხორციელებული შეტევისა და შექმნილი მძიმე ვითარების შესახებ. ის სასოწარკვეთილი აღნიშნავს, რომ იღუპებიან უდანაშაულო ადამიანები, მათ შორის ბავშვები, ხოლო მოსახლეობის ფსიქოლოგიური მდგომარეობა ზღვარზეა და ხალხი ვეღარ უძლებს მუდმივ შიშსა და სტრესს. 🔹 ვიდეოში რუსი ქალი სვამს რიტორიკულ კითხვას იმის შესახებ, თუ რა არის ამ ყველაფრის რეალური მიზანი და არსებობს თუ არა საერთოდ რაიმე გამართლება მომხდარი ტრაგედიებისთვის. ის მიანიშნებს, რომ უბრალო მოქალაქეებისთვის სრულიად გაუგებარი და მიუღებელია იმ უბედურების მიზეზი, რაც მათ თავს ხდება. 🔹 ქალაქში არსებული ნგრევისა და ზიანის მასშტაბის აღწერისას, იგი ისტორიულ პარალელს ავლებს და აცხადებს, რომ ნოვოროსიისკს მსგავსი მასშტაბური დაზიანებები მეორე მსოფლიო ომის (1941–1945 წლების) შემდეგ არ მომხდარა….
‼️‼️ NEW-HORK-TIMES-ის ინფორმაციით, გასულ დეკემბერს, სამხედრო მეთაურებისადმი მიმართვისას, პუტინმა ევროპელი ლიდერები რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხის გარშემო „ისტერიის გაღვივების“ გამო გააკრიტიკა…. თუმცა, მალევე მან სამხედრო ლიდერები საიდუმლო ბრიფინგზე შეკრიბა, რათა ზუსტად საპირისპირო გზავნილი გადაეცათ. მათი მიზანი 2026 წლისთვის, როგორც პუტინმა განუცხადა მათ, არის „ნატოსა და ევროკავშირის შიგნიდან ჩამოშლა“. 🇲🇩 გამოცემის ცნობებით, ამ ძალისხმევაში ცენტრალური ადგილი მოლდოვას უკავია. დასავლური დაზვერვის ოფიციალური პირების თქმით, კრემლის პრიორიტეტების იერარქიაში პირველი უკრაინის დაპყრობაა, ხოლო მეორე — მოლდოვაზე კონტროლის დამყარება.
🇷🇺 რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტზე“: 🔹 „ევროკავშირმა ეს კონცეფცია დიდი ხნის წინ მოიფიქრა. ის არცერთ იურიდიულ დოკუმენტში არ გვხვდება. მათ, ფაქტობრივად, დააწესეს აკრძალვა რუსული ენერგორესურსებით ვაჭრობაზე, ხოლო ყველა გემი, რომელიც უარს ამბობს ევროკავშირის დამორჩილებაზე — მიუხედავად იმისა, თუ რომელი ქვეყნის დროშით დაცურავს — „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილად აცხადებენ. მათ, ფაქტობრივად, საკუთარ თავს უფლება მისცეს არა მხოლოდ გააჩერონ და შეამოწმონ ეს გემები, არამედ ჩამოართვან მათ ტვირთი, გაყიდონ ის და ამონაგები თანხა უკრაინას გადაურიცხონ, რათა მან განაგრძოს თავისი ნაცისტური რეჟიმის გაძლიერება.“
✅ უკრაინელთა უპილოტო სისტემების ქვედანაყოფი Чорний Лiс-ი, RAM-2X ტიპის ბარჟირებადი საბრძოლო მასალების საშუალებით რუსი ოკუპანტების სატრანსპორტო საშუალებებს ანადგურებს.
🇺🇦 უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) „ალფა“ დაჯგუფება მტრის ლოგისტიკურ არტერიებს ინტენსიურად ჭრის—— 🎯 უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების ცენტრ „ალფას“ მებრძოლები საშუალო რადიუსზე მოქმედი კამიკაძე დრონებით ეფექტიანად ურტყამენ არა მხოლოდ რუსეთის ფედერაციის ნავთობის ინფრასტრუქტურასა და ჩრდილოვან ფლოტს, არამედ სისტემატურად წვავენ ოკუპანტების ტრანსპორტს საბრძოლო შეხების ხაზსა და მის მიღმაც…. ბოლო ერთი თვის განმავლობაში სპეცდანიშნულების ოპერატორებმა გაანადგურეს და დააზიანეს რუსების თითქმის 2400 ერთეული ავტოტრანსპორტი, სამეთაურო-საშტაბო მანქანა და სპეციალური ტექნიკა.
🇺🇦🇺🇸 უკრაინამ აშშ-ს ოფიციალურად აცნობა რუსეთზე შორ მანძილზე იერიშების სტრატეგიის ახალ ფაზაში გადასვლის შესახებ, რომლის ფარგლებშიც დარტყმები რუსეთსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჯერადობით გაძლიერდება, — 📍უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ტრამპის ადმინისტრაციას გადასცა სპეციალური ჩანაწერი, რომელშიც ნათქვამია, რომ მხოლოდ ბოლო 40 დღის განმავლობაში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (СБУ) განახორციელა 100-ზე მეტი წარმატებული დარტყმა რუსეთის ფედერაციის სტრატეგიულ მიზნებზე. 📍პირველად აღმოჩნდა თავდასხმის ქვეშ რუსეთის 10-ვე უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, გადამამუშავებელი სიმძლავრეების 30%-ზე მეტი უკვე მწყობრიდანაა გამოსული, ხოლო მიმდინარე თვის ზარალი დაახლოებით $15 მილიარდ დოლარად ფასდება. 📍დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ უკრაინას კრიტიკულად აკლია PAC-2 და PAC-3 ტიპის ანტირაკეტები Patriot-ის სისტემებისთვის, რის გამოც რუსული ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდების მაჩვენებელი უკიდურესად დაბალი რჩება. 📍გარდა ამისა, აშშ გააფრთხილეს რუსეთის ფედერაციაში მოსალოდნელი მობილიზაციის მომზადების შესახებ — სახელმწიფო დუმის სექტემბრის არჩევნების შემდეგ შესაძლოა 500 ათასამდე რუსი გაიწვიონ.
🇷🇺☢️ „რუსული სამყაროს“ იდეოლოგს სჯერა, რომ დასავლეთთან შეტაკება თითქმის გარდაუვალია და სრულიად შესაძლებელია დაპირისპირება ბირთვული იარაღის გამოყენებამდეც მივიდეს—— 🚀💥 „არ იქნება არანაირი დიდი ქალაქი: არც მოსკოვი, არც სანქტ-პეტერბურგი, არც ეკატერინბურგი. ხალხი წავა სოფლად მშვიდად საცხოვრებლად“, — განაცხადა დუგინმა. 🔹 ხოლო იმისათვის, რომ ცათამბჯენები უქმად არ მოცდეს, მისი წინადადებაა, ისინი კომპიუტერებსა და რობოტებს დაუთმონ” — მაგალითად, იქ ბიტკოინის მაინინგ-ფერმები მოაწყონ…. .
🇷🇺 „საქმე ეხება ჩვენს პასუხისმგებლობას რუსეთის სახელმწიფოს ათასწლიან ისტორიაზე“ — ლავროვმა განაცხადა, რომ ზავი უკრაინასთან არ დაიდება 🗣️ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, მოსკოვი არ აპირებს, საბრძოლო მოქმედებები ფრონტის ამჟამინდელ ხაზზე შეწყვიტოს. ლავროვმა ამის ახსნა ისტორიული არგუმენტით სცადა: „თუ ჩვენ ახლა მოულოდნელად გავჩერდებოდით შეხების ხაზზე, ჩვენ, ფაქტობრივად, უფლებას მივცემდით, გადაეხაზათ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობა, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს“, — განაცხადა პროპაგანდის მუცლით მეზღაპრე სპიკერმა….
🇺🇦🚀💥 უკრაინული დრონები ოკუპირებულ ტერიტორიებზე ენერგეტიკის განადგურებას განაგრძობენ—- 🎯 “ერთ ღამეში ყირიმსა და ოკუპირებულ ლუჰანსკის ოლქში დარტყმის ქვეშ 29 სამიზნე მოექცა — მათ შორის: ბალაკლავის თბოელექტროსადგური (თეს), ელექტროგქმანაწილებელი ქვესადგურები ბერდიანსკსა და მარიუპოლში, ასევე გაზის ინფრასტრუქტურა. 🗣️ უპილოტო სისტემების ძალების (СБС) მეთაური, რობერტ ბროვდი „მადიარი“: ელექტროენერგიის გარეშე რუსული რადარები და საჰაერო თავდაცვის სხვა სისტემები “დუმდებიან”, რაც იმას ნიშნავს, რომ საჰაერო ხვრელები [სუსტი ადგილები] აქტიურად ჩნდება….. ივლისის დასაწყისიდან უკრაინულმა უპილოტო კამიკაძე აპარატებმა უკვე 240 ენერგოობიექტს დაარტყეს….
🇺🇦🎯🚀 14 აგვისტოს გამთენიისას უკრაინის შორ მანძილზე მოქმედი „სანქციების“ ფარგლებში კამიკაძე დრონებით დაიბომბა „ნოვატეკის“ (НОВАТЕК) გაზის კონდენსატის ფრაქციონირების და ჰიდროკრეკინგის კომბინირებული დანადგარები ლენინგრადის ოლქში, უსტ-ლუგაში. 🔹 უსტ-ლუგა მხოლოდ ნავთობტერმინალი არ არის. აქ სტაბილურ გაზის კონდენსატს გადაამუშავებენ ცალკეულ სასაქონლო ფრაქციებად: მსუბუქ და მძიმე ნავთობად, ავიაკეროსინად, გაზოილად, საზღვაო საწვავის კომპონენტად და გათხევადებულ ნავთობის გაზად (LPG), რის შემდეგაც პროდუქციის დიდ ნაწილს ექსპორტზე ზღვით გზავნიდნენ. 2022 წელს კომპლექსმა დაახლოებით 6,8 მლნ ტონა სასაქონლო პროდუქცია აწარმოა: 🔸 4,2 მლნ ტონა მსუბუქი და მძიმე ნავთობი; 🔸 1,05 მლნ ტონა ავიაკეროსინი; 🔸 1,49 მლნ ტონა გაზოილი და საზღვაო საწვავის კომპონენტი; 🔸 78 ათასი ტონა თხევადი გაზი. 🔹 ანუ, რუსები გაზის კონდენსატს უბრალოდ ნედლეულად კი არ ყიდდნენ, არამედ ფაქტობრივად გარდაქმნიდნენ უფრო მაღალი დამატებული ღირებულების მქონე მზა საექსპორტო პროდუქტად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჰიდროკრეკინგი — ის იძლევა საშუალებას, მძიმე ნაშთები გარდაიქმნას უფრო ღირებულ, „მსუბუქ” პროდუქტებად, მათ შორის კეროსინად და გაზოილად. ამიტომ, ამ ორი რგოლის დაზიანება — ეს არის დარტყმა მთლიან ჯაჭვზე. და ეს ყველაფერი — ბალტიის ზღვაში „ნოვატეკის“ ერთ-ერთ საკვანძო საექსპორტო ჰაბში.
🇺🇦🚀🇷🇺💥🎯” ზამთარზე შემოდგომის შემდეგ ვისაუბრებთ”, - სამხედრო კომპანია “Fire Point” აქვეყნებს ინფოგრაფიკულ ფოტოს, რომელზეც ასახულია მოსკოვზე თავდასხმა უკრაინული კამიკაძე დრონებითა და ბალისტიკური რაკეტით
✅ უკრაინელთა უპილოტო სისტემების ქვედანაყოფი Signum-ი, გადამჭერი დრონების საშუალებით ანადგურებს რუსი ოკუპანტების სადაზვერვო დრონებს და ბარჟირებად საბრძოლო მასალებს.
✅ უკრაინელთა უპილოტო სისტემების ქვედანაყოფი Реид-ი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ბარჟირებადი საბრძოლო მასალების საშუალებით დარტყმებს აყენებს რუსი ოკუპანტების სარკინიგზო ლოკომოტივებს.
✅ ზაპოროჟიის ოლქი - უკრაინელი მესაზღვრეების უპილოტო სისტემების ქვედანაყოფი Fenix წარმატებით აგრძელებს რუსი ოკუპანტების ლოგისტიკის განადგურებას. 🔻გარდა ამისა FPV კამიკაძე დრონების საშუალებით მწყობრიდან იქნა გამოყვანილი რუსი ოკუპანტების 2 ერთეული ბუქსირებადი ჰაუბიცა.
✅ რუმინეთი ცდილობს თანამედროვე ტენდენციებს არ ჩამორჩეს. კერძო რუმინულმა კომპანიამ Oves Enterprise-მა წარმატებით გამოსცადა მის მიერ შემუშავებული, მასიურ წარმოებაზე გათვლილი ფრთოსანი რაკეტა Sahara. რაკეტის ფრენის მანძილი 200 კმ-ს აღწევს და 10 კგ საბრძოლო ნაწილით არის აღჭურვილი. 🔻 Oves Enterprise-ის მიზნები ამბიციურია. მათი განცხადებით, სურთ შექმნან "მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი ფრთოსანი რაკეტა". კომპანია გეგმავს 500-600 და 900-1100 კმ მანძილზე მფრენი ფრთოსანი რაკეტების შემუშავებას. 🔻არაა გამორიცხული, სამომავლოდ ამ ფრთოსანმა რაკეტამ საბრძოლო ნათლობა უკრაინაში მიიღოს.