შმაგი სამხარაძე
Статистика- Последний пост
- 13 авг.
- Последнее чтение
- 15 авг.
- Постов за неделю
- 2
- Всего постов
- 36
- Тип
- открытый
- Язык
- ka
- Категория
- Новости и СМИ (по похожим)
- В каталоге с
- 13 авг.
- 1/24сутки в ленте
- 54
- 1/48двое суток
- 61
- 1/72трое суток
- 66
Оценка по просмотрам недавних постов: пост набирает почти всё за первые сутки.
Посты
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის დეფიციტზე დღეს კიდევ ერთხელ ვისაუბრე. ჩემი პოზიცია მარტივია: ჰუმანიტარული დახმარება ადამიანებს უნდა მივაწოდოთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, სახანძრო სამსახურს ან სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საჭიროებებს ეხება. მაგრამ ეს არ უნდა გადაიზარდოს უკონტროლო მიწოდებაში, კონტრაბანდაში ან ისეთ სქემებში, რომლითაც ოკუპაციის რეჟიმი, საოკუპაციო ძალები ან კონკრეტული ოლიგარქიული ჯგუფები ისარგებლებენ. ამასთან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისიც, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ნებისმიერი გარე მიწოდება, მათ შორის თურქეთიდან, არ უნდა ხდებოდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უგულებელყოფით და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების გვერდის ავლით. ჩვენი ამოცანაა, ერთი მხრივ, დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები და, მეორე მხრივ, არ შევქმნათ ისეთი მექანიზმები, რომლებიც საბოლოოდ ოკუპაციის გამყარებას მოემსახურება. აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიაა და ამ საკითხზე პასუხისმგებლობაც ჩვენ გვაქვს.
https://youtu.be/WsT4rHI6Yjw?si=IMmWqdsKMDG6ZK5X
https://youtu.be/E4k43txq-3I?si=goybU3CJyiYnbzvu
❗️ ❗️ 🇺🇦✈️🔥 Moscow never sleeps 🎉 ჩაუჯექით.... 😎🍿
🎯💥 მოსკოვის ოლქი- WILDBERRIES-ის ონლაინ სავაჭრო კომპანიის საწყობი, რომელიც 188 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მდებარეობდა, უკრაინული კამიკაძე დრონებით დარტყმის შედეგად ამ წუთებშიც “ბარაქიანად” გიზგიზებს….
❗️ ❗️ ❗️ 🇪🇺🇬🇪🇺🇦 დიდი ამბებია: ევროკავშირი მზად არის იმუშაოს სირიის სახალხო კრებასთან (პარლამენტი) და საერთო მიზნებისთვის იმუშაონ, მათ შორის საერთაშორისო სამართლისა და გაეროს ქარტიის დაცვისთვის - ბაშარ ალ-ასადის დიქტატურის დროს მიღებული გადაწყვეტილებების გაუქმებით, რომლებმაც აღიარეს უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა.
🇺🇦 უკრაინის ახალ ბალისტიკურ რაკეტა FP-9-ს რუსეთზე დარტყმამდე მხოლოდ ძრავის ერთი ტესტირება აშორებს - ამბობს უკრაინული კომპანია Fire Point-ის თანამფლობელი და მთავარი კონსტრუქტორი, დენის შტილერმანი LIGA.net-თან ინტერვიუში. 💬 "როგორც კი დავინახავთ, რომ რაკეტა იმართება და აკეთებს იმას, რასაც მას ალგორითმი კარნახობს, ჩვენ დავიწყებთ ტესტირებას რუსეთზე.“ - თქვა შტილერმანმა. 🔴 FP-9-ის მოსალოდნელი მახასიათებლები: • მოქმედების რადიუსი - 855 კილომეტრამდე; • სიჩქარე - 2200 მეტრი წამში; • საბრძოლო ქობინის მასა - 800 კილოგრამი; • ფრენის სიმაღლე - 70 კილომეტრამდე; • გაშვება - მობილური სახმელეთო პლატფორმიდან. • გაცხადებული დაახლოებით 20-მეტრიანი სიზუსტით, FP-9 შეძლებს დაარტყას დიდ სამიზნეებს რუსეთის ღრმა ზურგში, რითაც უკრაინის მზარდ • დამრტყმელ არსენალს კიდევ ერთი შორ მანძილზე მოქმედი იარაღი შეემატება.
🗣️ „ჩვენ მოგცემთ ლიცენზიას, რომ Patriot-ები თავად აწარმოოთ. მაგარია, ხომ?“ - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას ანკარაში, როდესაც პასუხობდა უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში განხორციელებული დარტყმების შესახებ დასმულ შეკითხვას 💬 „აწი ვეღარ იტყვით, რომ ჩვენ მათ საკმარისი რაოდენობით არ გაწვდით - თავად აწარმოებთ“, - უთხრა ტრამპმა ზელენსკის
❗️❗️❗️ ეს ვიდეო რუსების “გასაბედნიერებლად” ცალკე უნდა იდოს ალფაზე 😈🤫—- 🇺🇸 ტრამპი: “მოსკოვში წახვიდოდით”? 🇺🇦 ზელენსკი: “რთულია. იქ ბევრი უკრაინული დრონია და ეს ცოტათი სახიფათოა”.
🇺🇸🤝🇺🇦 დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინაზე: 🗣️ "ვფიქრობ, ის დიდებულ ქვეყანას ააშენებს. ვფიქრობ, ის მას ააშენებს. ახლა ჩვენ გვაქვს გარკვეული ინტერესი ამ ქვეყანაში, რადგან იქ გარკვეული მიწები გვაქვს, მაგრამ ჩვენ გვაქვს მინერალები. ეს ერთ-ერთი უმდიდრესია. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მიწები იშვიათი მიწის მეტალები."
⭕ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან განიხილავს გეგმას, რომლის მიხედვითაც, უკრაინა საკუთარი ანტიბალისტუკური საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემა Patriot-ის წარმოების შესაძლებლობას მიიღებს. ამის შესახებ მან ანკარაში ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადა. 💭 „პატარა ჩიტმა მითხრა, რომ უკრაინელებს Patriot-ების წარმოების უფლებას მივცემთ. ვასწავლით, როგორ უნდა აწარმოონ ისინი. ჩვენ მოგცემთ ლიცენზიას, რომ თავად აწარმოოთ ისინი. ეს საკმაოდ კარგი იქნება. ასე რომ, ვეღარ იტყვით, რომ მათ არ გაწვდით,“ - თქვა დონალდ ტრამპმა. მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ უკრაინას საჰაერო თავდაცვის ეს სისტემები რაც შეიძლება მალე სჭირდება, ხოლო ახალი წარმოების დაწყებას შესაძლოა დრო დასჭირდეს, ტრამპმა უპასუხა: „ვფიქრობ, ისინი საკმაოდ სწრაფად შეძლებენ წარმოების დაწყებას“.
🔻💬 "მინდა, უნგრეთის მთავრობის სახელით ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ უკრაინა არის მსხვერპლი, რუსეთი კი სასტიკი აგრესორი, უკრაინას აქვს უფლება, დაიცვას თავისი ტერიტორიული მთლიანობა" | განაცხადა უნგრეთის პრემიერმინისტრმა, პეტერ მადიარმა ჟურნალისტებს ანკარაში. მისი თქმით, უნგრეთი გააგრძელებს უკრაინის ჰუმანიტარულ დახმარებას, თუმცა სამხედრო მხარდაჭერას არ გაუწევს: "როგორც არაერთხელ მითქვამს, უნგრეთი უკრაინას არც იარაღს მიაწვდის და არც ჯარებს გაგზავნის“
❗❗🇭🇺👊 მადიარის მთავრობამ დღეს Fidesz-ს კიდევ ერთხელ გამოღადრა კისერი: 🗣️ "ისტორიული მნიშვნელობის დღეა. დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის არხებზე პროპაგანდის გავრცელება დასრულდა. ისინი იტყუებოდნენ ღამით, იტყუებოდნენ დღისით, იტყუებოდნენ ყველა სიხშირეზე. ამას დღეს ბოლო მოეღო." - წერს უნგრეთის პრემიერი Facebook-ზე. 😏 საგულისხმო ფაქტია ისიც, რომ უნგრეთის საზმაუზე დღეს, დაახლოებით ასეთი მნიშვნელობის ტექსტი გადიოდა: 🗣️" ბოდიშს ვუხდით უნგრეთის საზოგადოების წლების მანძილზე სიცრუის და პროპაგანდის ტირაჟირებისთვის."
💬 "NATO მხარს უჭერს უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში დარტყმებს პუტინის მოლაპარაკებებზე იძულების მიზნით... ვფიქრობ, [ნატოს ყველა ლიდერს] ესმის, რატომ აკეთებს ამას უკრაინა. ყველას მიაჩნია, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ზეწოლის გაზრდა... ჩვენ საკმაოდ კარგ მდგომარეობაში ვართ უკრაინასთან დაკავშირებით, რადგან ყველა, მათ შორის ჩვენი ამერიკელი მეგობრებიც, ხედავს, რომ უკრაინა ამჟამად ბრძოლის ველზე უპირატესობას ფლობს. ამან შეცვალა იმ მხარეების სტრატეგიული აზროვნებაც, ვინც მშვიდობის დამყარებაში შუამავლობას ცდილობს. უკრაინა სამხედრო, პოლიტიკური და ფინანსური თვალსაზრისით უკეთეს პოზიციაშია, ვიდრე ოდესმე ყოფილა ამ ომის განმავლობაში. სწორედ ამიტომ ვხედავთ ახლა დიდ მღელვარე აქტივობას რუსეთში... როდესაც ომი პირადული ხდება... რუსეთის მოსახლეობა მის წინააღმდეგ წავა. ეს გვაძლევს შესაძლებლობას დავუბრუნდეთ მოლაპარაკებების მაგიდას, რაც, ვფიქრობ, ყველას ძალიან გვინდა" | განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა Financial Times-თან ინტერვიუში.
უმბერტო ეკოს „ფუკოს ქანქარა” და გრიგოლ რობაქიძის „გველის პერანგი” - როგორ იყენებს პროპაგანდა ლიტერატურის სიმბოლოებს პოლიტიკურ იარაღად
🔻 აფრიკაში ტუარეგმა მებრძოლებმა რუსული ვერტმფრენი ჩამოაგდეს - ეკიპაჟის ყველა წევრი დაიღუპა | ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს და წერს, რომ მეამბოხეთა კოალიციამ „აზავადის განთავისუფლების ფრონტმა“ ოფიციალურად განაცხადა, რომ ჩრდილოეთ მალის ქალაქ გაოს მახლობლად, სამხედრო კოლონაზე თავდასხმის დროს, მათმა მებრძოლებმა რუსეთის კუთვნილი Mi-24P ტიპის მოიერიშე-სატრანსპორტო ვერტმფრენი ჩამოაგდეს
🔻 "რუსეთმა შავი ზღვა წააგო. [...] კუნძულ ზმეინის გათავისუფლებიდან დაწყებული და რუსული ფლოტის, რუსული პორტებისა და ჩვენს უკრაინულ ყირიმში მყოფი საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ ჩვენი ოპერაციებით გაგრძელებული, ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ეს სივრცე - შავი და აზოვის ზღვების - ნამდვილად არ გახდება რუსეთისთვის დასასვენებელი ადგილი" | ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი
https://youtu.be/xLm8uRqwZO0?si=ftyRuah5x0Mh94X1
https://youtu.be/dV5HSsf1kBM?si=treUPUR8NxsiNIdP
🔻 მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი აშშ-ირანის ომამდე არსებულ ნიშნულს დაუბრუნდა | ინფორმაციას CNN ავრცელებს და წერს, რომ გლობალური ნავთობის ფასი ბარელზე 76 დოლარს ჩამოსცდა. მათივე ცნობით, ბრენტის ფასი 2 %-ით დაეცა და 75.50 დოლარს მიაღწია. ეს 27 თებერვლის შემდეგ ყველაზე დაბალი ნიშნულია. გამოცემა წერს, რომ აშშ-ის ნავთობის საორიენტაციო ფასი, West Texas Intermediate-ის, 72.03 დოლარამდე დაეცა, რაც 3 მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 🔴 CNN-ის ინფორმაციით, ომამდე, მსოფლიო ნავთობის დაახლოებით 20 პროცენტი, დღეში 20 მილიონი ბარელი, გადიოდა სრუტეში.