ანრი კურტანიძე
Статистика- Последний пост
- 14 авг.
- Последнее чтение
- 15 авг.
- Постов за неделю
- 18
- Всего постов
- 27
- Тип
- открытый
- Язык
- ka
- В каталоге с
- 13 авг.
- 1/24сутки в ленте
- 1 197
- 1/48двое суток
- 1 371
- 1/72трое суток
- 1 479
Оценка по просмотрам недавних постов: пост набирает почти всё за первые сутки.
Посты
თამარაშვილის ქუჩა დღეს; კადრებს ნიკა ჩერქეზიშვილი ავრცელებს
პოლონეთში უკრაინელ კაცებს პოლონელი ქალები თავს დაესხნენ. მომხდარს პოლიცია იძიებს.
Forbes-ის ინფორმაციით, დრონებით განხორციელებული თავდასხმების შედეგად Wildberries-ისა და პლატფორმაზე მოვაჭრეების საერთო ზარალმა შესაძლოა 800 მილიარდ რუბლს (დაახლოებით 25 მილიარდ ლარს) მიაღწიოს. ანალიტიკოსების გამოთვლებით, საწყობების აღდგენა კომპანიას 169–279 მილიარდი რუბლი (დაახლოებით 5.3–8.7 მილიარდი ლარი) დაუჯდება, ხოლო გამყიდველების ზარალი 445–508 მილიარდ რუბლად (დაახლოებით 13.9–15.9 მილიარდ ლარად) არის შეფასებული.
პოლონეთში უკრაინელ კაცებს პოლონელი ქალები თავს დაესხნენ. მომხდარს პოლიცია იძიებს.
без подписи
გარდა იმისა, რომ ბატონმა ელჩმა საქართველო თითქმის ისევ გადაჭიმა ნიკოფსიიდან დარუბანდამდე და ჩრდილო კავკასიის რეგიონებიც დაგვიმატა (ფოტოზე არსებული რუკა მისი შედგენილია), ფაქტობრივი შეცდომები დაუშვა სტატისტიკაში. ელჩის განცხადებით, საქართველოდან ავღანეთში 30.5 მილიონის მანქანები გაიყიდა. საქსტატის მონაცემებით, 30.5 ათასის (სულ 3 ერთეული).
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის კვლევის პრეზენტაციაში, აფრიკის ყველა ქვეყანა არასწორად მონიშნეს. რომელიც სწორადაა კი არაბუნებრივ საზღვრებში აღმოჩნდა.
ბაშკორტოსტანი, უკრაინული დრონების მოფრენა საწყობებზე. დისტანცია უკრაინის საზღვრიდან - მინიმუმ 1200კმ.
https://youtu.be/jMNAOqRucRY ვიცი არ ელოდით, მაგრამ...
თურქეთში წვრთნის დროს თურქული სამხედრო-საჰაერო ძალების F-16 ჩამოვარდა. პილოტი გადარჩა
ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან, ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი შევიდა. „ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა. ზოგადად ასეთ რამეს უშვებს ჩვენი მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩო, მათ შორის ოკუპაციის შესახებ კანონიც, თუ რაიმე ასეთი ნაბიჯი გადაიდგა და გადაიდგმება, ყველა ასეთი ნაბიჯი გადაიდგმება ოკუპაციის შესახებ კანონის ჩარჩოებში“, – ამბობს კობახიძე.
კრასნოიარსკში პუტინის ჩასვლის წინ, ბენზინის ფასები შეგნებულად შეცვალეს და შეამცირეს. აღნიშნულში თავიდან რუსების ნაწილს ეჭვი შეეპარა და უკრაინელების მიერ ყალბი ინფორმაციის გავრცელების მცდელობა ეგონათ, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ყალბ ინფორმაციებს უკრაინელები კი არა, ერთმანეთს უვრცელებენ. ტელეგრამში ჩივიან, რომ ეს არის უმაღლესი ხელმძღვანელობის მოტყუება და მანიპულაცია. ზესახელმწიფო ფორმაშია.
ერთმორწმუნე ძმების ბიზნესმენებმა მასიურად დაიწყეს კაცებზე "გათხოვება". რუსი მილიონერები ფიქტიურ ერთსქესიან ქორწინებებს აფორმებენ, რათა საბერძნეთის ბინადრობის ნებართვა შეღავათიანად მიიღონ. „База“-ს ინფორმაციით, შეძლებულ რუსებს შორის პოპულარული ხდება სქემა საბერძნეთის „ოქროს ვიზის“ მისაღებად. ერთი რუსეთის მოქალაქე საბერძნეთში ბინას ყიდულობს, მეორე კი მასთან ფიქტიურ ერთსქესიან ქორწინებას აფორმებს, რის შემდეგაც ორივე მათგანი საბერძნეთის ბინადრობის ნებართვას იღებს. გამოცემის მტკიცებით, შედეგად სქემის თითოეულ მონაწილეს 250 ათასი ევროს ნაცვლად მხოლოდ 125 ათასი ევროს დახარჯვა უწევს — ჯამში დაახლოებით 250 ათასი ევრო. საბერძნეთის ბინადრობის ნებართვა მათ ქვეყანაში ცხოვრების, შენგენის ზონაში უვიზოდ გადაადგილებისა და ადგილობრივ ბანკებში ანგარიშების გახსნის შესაძლებლობას აძლევს. „База“-ს ცნობით, ამ სქემისთვის მნიშვნელოვანი პირობაა, რომ „მეუღლეებიდან“ ერთ-ერთს მაინც ჰქონდეს ორმაგი მოქალაქეობა, რადგან 2022 წლიდან საბერძნეთი მეორე მოქალაქეობის არმქონე რუსეთის მოქალაქეებზე „ოქროს ვიზებს“ აღარ გასცემს. გამოცემა ასევე წერს, რომ ადგილობრივი ნოტარიუსები თანაცხოვრების ხელშეკრულებას უპრობლემოდ აფორმებენ და რუსეთისგან ცნობა, რომ პირი უკვე არ იმყოფება ქორწინებაში, საჭირო არ არის. შესაბამისად, სქემაში მონაწილე პირების რეალური ცოლები ან ქმრები შესაძლოა რუსეთში დარჩნენ.
პუტინმა განაცხადა, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნების მიერ რუსულ გემების გატაცებას "სარკისებრად" უპასუხებს, თანაც ნებისმიერ აკვატორიაში. საინტერესო პროცესები გველის წინ.
საქართველოს მთავრობა ავტომობილებში ე.წ. ალკოჰოლური ბლოკირების მოწყობილობების (Alcohol Interlocks) დანერგვის შესაძლებლობაზე მუშაობს. ინიციატივა საქართველოს 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიაშია გათვალისწინებული. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, Alcohol Interlock-ის სისტემა მძღოლს ავტომობილის ძრავის ამოქმედების საშუალებას არ აძლევს, თუ მისი ორგანიზმში ალკოჰოლის შემცველობა კანონმდებლობით დასაშვებ ზღვარს აღემატება. შესაბამისად, მოწყობილობის მიზანი არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის პრევენციაა. სტრატეგიის მიხედვით, ტექნოლოგიის დანერგვასთან დაკავშირებით მუშაობა გაგრძელდება. ამასთან, იგეგმება მისი გათვალისწინება იმ სტანდარტში, რომელიც საქართველოს ბაზარზე ავტომობილის განთავსებისთვის იქნება განსაზღვრული.
მამუკა მდინარაძე: “არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს, რადგან ჩემი მისიაა, მენეჯმენტის გამართვა, დახვეწა, რელსებზე დაყენება და მერე თუ სხვაგან იქნება უფრო მეტი გამოწვევა, შეიძლება იქაც გადავინაცვლო”
სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობით საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცის საუკეთესო ოთხეულშია, ისტორიული (13-წლიანი) პროგრესით კი ევროპის სახელმწიფოთა ხუთეულში, - ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნულ განცხადებას საფუძვლად უდევს მსოფლიო ბანკის მიერ “ფრიდომ ჰაუსის” გლობალური გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება, რომელიც 2013-2026 წლებში სასამართლოს დამოუკიდებლობის შეფასებას ეხება და მსოფლიოს 196 ქვეყანას და ტერიტორიას ერთიანებს. “სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობით საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცის საუკეთესო ოთხეულშია, ისტორიული (13-წლიანი) პროგრესით კი ევროპის სახელმწიფოთა ხუთეულში. მსოფლიო ბანკი “ფრიდომ ჰაუსის” გლობალური გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს, რომელიც 2013-2026 წლებში სასამართლოს დამოუკიდებლობის შეფასებას ეხება და მსოფლიოს 196 ქვეყანას და ტერიტორიას ერთიანებს. კვლევის მიზანი იყო, შეფასების 4 ბალიანი სისტემით გაეცა პასუხი შეკითხვაზე: „არის თუ არა სასამართლო სისტემა დამოუკიდებელი ?“ . ანგარიშის მიხედვით ევროპაში 2013 წლიდან მხოლოდ 5 ქვეყანამ მოახერხა სასამართლოს დამოუკიდებლობის გაუმჯობესება: საქართველომ, იტალიამ, ჩეხეთმა, სლოვენიამ და ალბანეთმა. 2026 წლის შეფასებით საქართველო სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობით ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს, პოსტსაბჭოთა სივრცის საუკეთესო ოთხეულშია ბალტიის ქვეყნებთან ერთად და უთანაბრდება ევროკავშირის და ნატოს წევრ 5 სახელმწიფოს : პოლონეთს, უნგრეთს, ბულგარეთს, მონტენეგროს და ჩრდილოეთ მაკედონიას. რაც შეეხება ევროკავშირის სხვა ახალ კანდიდატ სახელმწიფოებს _ მოლდოვა და უკრაინა სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობით ევროპაში ბოლო ადგილებზე იმყოფება რუსეთთან და ბელორუსთან ერთად . კვლევის მიხედვით თვალსაჩინო ხდება, რომ 2016 წლის შემდეგ მოლდოვაში სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობის დონე გაუარესდა, ხოლო უკრაინის მაჩვენებელი იანუკოვიჩის მმართველობის პერიოდიდან მოყოლებული არ შეცვლილა. ირკვევა ისიც, რომ 2013 წლამდე საქართველო უკრაინასთან, ბელორუსთან და რუსეთთან ერთად ევროპაში ბოლო ოთხეულში იმყოფებოდა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცუდ პოზიციაზე. 2013 წლიდან საქართველოსთან ერთად მსოფლიოს სულ 31 ქვეყანაში მოხერხდა სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობის ინდიკატორის გაუმჯობესება, მსოფლიოს 41 ქვეყანასა და ტერიტორიაზე კი ვითარება გაუარესდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებს: "თქვენ ძალიან მარტივად გინდათ მიიღოთ ჰედლაინი, მაგალითად იგივე თუნდაც რუსულ მედიაში, იმასთან დაკავშირებით, რომ მე ვაცხადებ, რომ რუსეთის ფედერაცია არის მტერი, ეს არის კონკრეტული პოლიტიკური განაცხადი, რომელსაც მერე ნაბიჯებიც უნდა მოაყოლო. კარგად უნდა გესმოდეთ ეს ყველაფერი და თუ გაიგებთ, ასეთ სამარცხვინო შეკითხვებს აღარ დასვამთ. აგიხსენით და ვერ გაიგეთ. ვიცი, რომ ვერ იგებთ, გულწრფელი ხართ ამაში. გაგების პრობლემა გაქვთ. გაგების პრობლემა ზოგადად რომ არ გქონდეთ, არ იქნებოდით არც "ნაცმოძრაობის“ პარტიული ტელევიზიების ჟურნალისტები. თქვენ "ფორმულაც“ და "ტვ პირველიც“ წარმოადგენთ კოლექტიურ "ნაცმოძრაობას“. ეს არის უცხოური აგენტურის პარტიული მედიადანამატი, შესაბამისად, თქვენ წარმოადგენთ კოლექტიურ "ნაცმოძრაობას“, უცხოური აგენტურის კონკრეტული განშტოება ხართ. თქვენ არ გეუბნებით პირადად, რომ თქვენ ხართ უცხოელი აგენტი, მაგრამ თქვენი ტელევიზია არის უცხოური აგენტურის ერთ-ერთი განშტოება. შესაბამისად, თქვენი პოზიცია არის სათაკილო, როდესაც თქვენ კვლავ ემსახურებით იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული 2008 წელს და გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ მომხდარიყო ის, რაც მოხდა, როცა ამ პარტიას ემსახურებით დღესაც, ეს არის უაღრესად სათაკილო მოვლენა"
ტრამპი NATO-ს სამიტიდან ირანის მხრიდან შესაძლო საფრთხის გამო საიდუმლოდ, საკვების გადასაზიდი სატვირთოთი გაიყვანეს ანკარაში გამართული NATO-ს სამიტის დასრულების შემდეგ, დონალდ ტრამპი კამერების წინ ძველ Air Force One-ში ავიდა, თუმცა, როგორც ირკვევა, ეს მხოლოდ საჩვენებელი მანევრი იყო. The Washington Post-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი თვითმფრინავის კეიტერინგის ზონიდან ფარულად გაიყვანეს, აეროდრომის ტერიტორიაზე საკვების გადასაზიდი ჩვეულებრივი სატვირთოთი გადაიყვანეს და აშშ-ის საჰაერო ძალების შედარებით მცირე Boeing C-32A-ში ჩასვეს. ტრამპი სწორედ ამ თვითმფრინავით გაემგზავრა ბრიტანეთის სამხედრო-საჰაერო ბაზისკენ, ხოლო ძირითადი ბორტი, რომელშიც ჟურნალისტები და თეთრი სახლის თანამშრომლების ნაწილი იმყოფებოდნენ, ფრენას ყურადღების გადასატანად აგრძელებდა. ოპერაციის მიზეზი ირანის მხრიდან შესაძლო საფრთხესთან დაკავშირებული სერიოზული შეშფოთება გახდა. ამასთან, საუბარი არ ყოფილა კონკრეტულად ამ რეისზე დაგეგმილ და დადასტურებულ თავდასხმაზე - გადაწყვეტილება პრეზიდენტის გარშემო გაზრდილი რისკისა და უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების გამო მიიღეს.
ბულგარეთის უმსხვილეს ქარხანაში, საიდანაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საბრძოლო მასალები მიეწოდებოდა, აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება სოფელ სტანჩოვ-ჰანის ტერიტორიაზე, იარაღისა და საბრძოლო მასალების უტილიზაციის საწარმოში მოხდა. ამ დროისთვის დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ქარხანა 1992 წელს დაარსდა და ბულგარეთში ამ პროფილის ერთ-ერთ უმსხვილეს საწარმოდ ითვლება. საწარმოში აწარმოებდნენ სხვადასხვა კალიბრისა და მოდიფიკაციის საარტილერიო და სატანკო საბრძოლო მასალებს — მათ შორის 100, 115, 122, 125, 130 და 152 მმ-იან ჭურვებს. ასევე სხვადასხვა ტიპისა და კალიბრის ნაღმსატყორცნებს — 60, 81, 82 და 120 მმ-ს — და საარტილერიო და სატანკო სისტემებისთვის განკუთვნილ 14.5 და 23 მმ-იან დამხმარე ლულებს, რომლებიც სასწავლო სროლებისთვის გამოიყენება.