- Последний пост
- 14 авг.
- Последнее чтение
- 13 авг.
- Постов за неделю
- 8
- Всего постов
- 24
- Тип
- открытый
- Язык
- ka
- В каталоге с
- 13 авг.
- 1/24сутки в ленте
- 226
- 1/48двое суток
- 258
- 1/72трое суток
- 279
Оценка по просмотрам недавних постов: пост набирает почти всё за первые сутки.
Посты
без подписи
без подписи
без подписи
без подписи
ჩემი სტუმრობა სალტეში ბატონ სოსო მანჯავიძესთან. თემა - ქრისტიანული სიონიზმი‼️ https://m.youtube.com/watch?v=RborfUUeOcE&t=1701s&pp=0gcJCcsLAYcqIYzv
ეს მღვდელი არასწორ რაღაცეებს ქადაგებს‼️
ჰიტლერის ხმამაღალმა და დრამატულმა ტემპერამენტმა მას პოლიტიკისკენ უბიძგა. მისი მაგნიტური პიროვნება იზიდავდა ხალხის მასებს, რომლებიც პასუხობდნენ მას, როდესაც იგი მათ კოლექტიურ ფრუსტრაციაზე თამაშობდა. თავდაპირველად გერმანელთა უმეტესობა ადოლფ ჰიტლერს სერიოზულად არ აღიქვამდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მან პატარა ულვაში აირჩია, რათა ვიზუალურად გამორჩეულიყო სხვა პოლიტიკოსებისგან. გერმანელებს სჯეროდათ, რომ ამ მშიერ მხატვარს რეალურად მცირე შანსი ჰქონდა, დამოუკიდებლად მოეგო არჩევნები რომელიმე თანამდებობაზე. ეჰ რა იცოდა ჩვეულებრივმა გერმანელმა, რომ 1929 წელს პრესკოტ ბუშმა გამოაცხადა გერმანიაში არსებული დემოკრატიის ჩანაცვლების გეგმები. ოპაააა 😊 ერთადერთი მიზანი ახალი ომის წამოწყება იყო, რომლის მეშვეობითაც ელტებს შეეძლებოდათ მოგების მიღება კონფლიქტის დროს ორივე მხარისთვის ნავთობის მიყიდვით. Standard Oil-ის, Hamburg-Amerika Shipping-ისა და Union Banking Corporation-ის ინვესტორები უკმაყოფილონი იყვნენ იმით, რომ პირველი მსოფლიო ომის რეპარაციების გადასახადები მათ მოგების მარჟას ამცირებდა. მათ დაიწყეს შესაფერისი ადამიანის ძებნა ამ ახალი ომის წამოსაწყებად. დიდხანს არ დასჭირვებიათ, რადგამ სმენოდათ ქარიზმატული, თუმცა უცნაური ადოლფ ჰიტლერის შესახებ. ჰიტლერთან შეხვედრისა და იმის გადაწყვეტის შემდეგ, რომ ის მათთვის შესაფერისი ადამიანი იყო, დაინიშნა შეხვედრა ინვესტორთა შიდა წრესთან. ოპააა 😊 სწორედ ამ კონფერენციაზე განუმარტა ჰიტლერმა ელიტებს გერმანიაზე კონტროლის დამყარების თავისი გეგმა. მან განაცხადა: „რევოლუცია 500 000 000 მარკა ჯდება. კანონიერი ხელში ჩაგდება — 200 000 000 მარკა. რას გადაწყვეტენ თქვენი ბანკირები?“ იხილეთ - Warburg, Sydney. De Geldbronnen van Het Nationaal-Socialisme. Van Holkema & Warendorf. Holland, 1933. Page 24. ციკლიდან: აიტ ‼️😊
გერმანიის მოქალაქეებისთვის მძიმე დრო იდგა. პირველი მსოფლიო ომისგან გამოწვეულმა ნგრევამ თავისი კვალი დაატყო ქვეყანას. მოკავშირეების მიერ ომის რეპარაციების გამო დაწესებულმა ეკონომიკურმა სანქციებმა ქვეყანა გააკოტრა. უმუშევრობა საყოველთაო მოვლენა იყო. გერმანიას იმედი ჰქონდა დაკარგული და ცვლილებები სწყუროდა. იმ ნიჭიერ მხატვარს არ შეეძლო თავისი ნამუშევრების გაყიდვა, რადგან ნახატების შესასყიდად ფული არავის ჰქონდა.
ამ ათასწლიანი პერიოდის შემდეგ მოხდებოდა მეორე აღდგომა, ხოლო კაცობრიობის დანარჩენი ნაწილი აღდგებოდა საყოველთაო სამსჯავროს წინ, სადაც მართლები დაჯილდოვდებოდნენ, ხოლო მონანიების გარეშე დარჩენილი ცოდვილები დაისჯებოდნენ. ამ იდეოლოგიის საფუძველს გამოცხადების წიგნის მეოცე თავის სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია შეადგენს. ცნობილი ასევე როგორც ქილიაზმი — ბერძნული სიტყვიდან chiliasmos (χίλιασμος), რაც ათას წელს ნიშნავს —, ეს რწმენა მწვალებლობად გამოცხადდა კონსტანტინოპოლის მეორე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე 381 წელს, ისევე როგორც ეფესოს მესამე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე 431 წელს. მეორე კრების დროს, ეკლესიის მამებმა სარწმუნოების სიმბოლოში (მრწამსში) ჩაამატეს ფრაზა: „რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ“, იმისათვის,, რომ გაექარწყლებინათ წარმოდგენა, თითქოს ქრისტეს მეუფება რაიმე სახით შეწყდებოდა მას შემდეგ, რაც იგი მისსავე ეკლესიასთან ერთად დაიწყებოდა. პრე- და პოსტმილენარული ესქატოლოგიისგან განსხვავებით, როგორც ბერძნულმა აღმოსავლეთმა, ისე ლათინურმა დასავლეთმა ამილენარული ესქატოლოგია იწამა. ეკლესიას სურდა უარეყო წარმოდგენები ორი ცალკეული აღდგომის შესახებ: ერთი მართალთათვის და მეორე ცოდვილთათვის. პირველი აღდგომის პატრისტიკული (ეკლესიის მამათა) სწავლება ეხებოდა მორწმუნეთა ნათლობას ქრისტეს სხეულში — ეკლესიაში. ათას წელზე მინიშნება გაგებული იყო, როგორც ხანგრძლივი დროის მონაკვეთის სიმბოლო და არა სიტყვასიტყვითი ათასი წელი, როგორც ამას მილენარიელები ხშირად ასწავლიდნენ. „მართალნი“, რომლებიც, პატრისტიკული სწავლების თანახმად, საყოველთაო სამსჯავრომდე გამოცხადების წიგნში ქრისტესთან ერთად მეფობენ, არიან წმინდანები, რომლებიც თავიანთი რწმენისთვის ეწამნენ (მოწამეები). იხილეთ - Ernst Benz, Evolution of Christian Hope: Man’s Concept of the Future from the Early Fathers to Teilhard de Chardin (New York: Doubleday & Company Inc., 1966) ‼️არავინ მოგატყუოთ, ქრისტე 1000 წელი არ იმეფებს დედამიწაზე, რადგან იგი უკვე მეფობს დედამიწაზე მართლმადიდებელი ეკლესიის სახით‼️
რა არის მილენარიზმი _______ ეს არის მოლოდინი იმისა, რომ სამყაროს აღსასრული ახლოსაა და მალე დაიწყება ახალი დედამიწისეული სამოთხე. თეოლოგიურად, მილენარიელი ქრისტიანებისთვის ეს ნიშნავდა იესო ქრისტეს ათასწლიან მეფობას დედამიწაზე. მილენარული ესქატოლოგიის ქრისტიანი მორწმუნეები ასწავლიდნენ, რომ ქრისტე ზეციდან ჩამოვიდოდა, დედამიწაზე დაბრუნდებოდა, დაამარცხებდა ბოროტებას და აღადგენდა მართლებს, რათა ისინი დამტკბარიყვნენ დროებითი ცხოვრებით ათასწლიანი უტოპიური მეფობის ფარგლებში.
გაეროს შეფასებით, 1990 წლის შემდეგ ერაყში ხუთ წლამდე ასაკის 500,000 ბავშვი გარდაიცვალა, როგორც სანქციების, ასევე 1990–1 წლების სპარსეთის ყურის ომის შედეგების გამო. ერაყში გაეროს ყოფილმა ჰუმანიტარულმა კოორდინატორმა, დენის ჰოლიდეიმ განაცხადა, რომ დაღუპულთა რიცხვი "ახლა სავარაუდოდ 600,000-თან უფრო ახლოსაა და ეს 1990–98 წლების პერიოდს მოიცავს. თუ ზრდასრულებსაც ჩავთვლით, ეს 1 მილიონ ადამიანზე ბევრად მეტია.“ იხილეთ - Voices in the Wilderness, ‘Myths and realities’ and George Capaccio, ‘Sanctions: Killing a country and a people’, in Arnove (ed), pp. 67, 141
რა არის მადლი⁉️
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო (ცრუ) უფრო სამარცხვინოდ ფუნქციონირებდა, როგორც „ბნელი ძალაუფლების“ ინსტრუმენტი და „ღრმა სახელმწიფოს“ (Deep State) ელემენტი. ხანდახან სააგენტო პრეზიდენტის ოპოზიციაშიც კი მოქმედებდა. ამგვარად, იგი ოპერირებდა ისეთი გზებით, რომლებიც ეწინააღმდეგებოდა იმ მოლოდინებს, რაც იერარქიულ სახელმწიფოში შემავალ ორგანიზაციას ეკისრება, რომელიც საჯარო სახელმწიფოს აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლქვეშ იმყოფება. კენედის მკვლელობიდან ზუსტად ერთი თვის თავზე ყოფილი პრეზიდენტი ჰარი ტრუმენი წერდა: „უკვე დიდი ხანია შეშფოთებული ვარ იმით, თუ როგორ აცდა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო თავის თავდაპირველ დანიშნულებას. იგი ზოგჯერ პოლიტიკის განმსაზღვრელ შტოდ იქცა. ამან წარმოშვა პრობლემები და, შესაძლოა, კიდევ უფრო გაართულა ჩვენი მდგომარეობა რამდენიმე ფეთქებადსააშიშ რეგიონში“. იხილეთ - Harry S. Truman, “Limit CIA Role To Intelligence,” The Washington Post, December 22, 1963, https://archive.org/stream/LimitCIARoleToIntelligenceByHarrySTruman/Limit CIA Role To Intelligence by Harry S Truman_djvu.txt.
მესამე წიგნში ეირიუგენა სიბრძნეს ოთხ ძირითად მიმართულებად ყოფს: 1. პრაქტიკული სიბრძნე ეხება ეთიკურ ქცევას; 2. ბუნებითი სიბრძნე ეხება ბუნების მიზეზებსა და შედეგებს; 3. თეოლოგია ეხება ყოველივეს მიზეზებს; 4. ხოლო რაციონალური სიბრძნე ეხება იმ მეთოდოლოგიას, რომლის მეშვეობითაც ასეთი კვლევა-ძიება უნდა განხორციელდეს. ‼️თანამედროვე მკვლევართა მნიშვნელოვანი ნაწილი ამ კაცს ტრანსჰუმანიზმის მამად აღიარებს‼️ რადგან მისი აზრით ღვთის დაკარგული მსგავსების აღდგენა აქვე დედამიწაზე, ტექნოლოგიებითაა შესაძლებელი‼️ იხილეთ - George Ovitt, The Restoration of Perfection (New Brunswick: Rutgers University Press, 1986) p.116. ‼️აქ უმაღლესი განათლებაა‼️
მოდით გავიცნოთ იოანე სკოტუს ეირიუგენა (815–877) — IX საუკუნის ირლანდიელი ნეოპლატონიკოსი და ქრისტიანი თეოლოგი. მეფე შარლ მელოტის მიწვევით, ეირიუგენამ ალკუინ იორკელი ჩაანაცვლა სასახლის სკოლის ხელმძღვანელის პოსტზე და კაროლინგური რენესანსის წამყვანი ფილოსოფოსი გახდა. ის იყო კაროლინგების იმპერიაში იმ მცირერიცხოვან სწავლულთაგან ერთ-ერთი, ვინც ფლობდა როგორც ბერძნულ, ისე ლათინურ ენებს და მრავალი ნაშრომი თარგმნა. ეირიუგენას ყველაზე მნიშვნელოვანი ნაშრომია „პერიფიზეონი“ (866–867), რომელშიც ის ნეოპლატონურ მიდგომას იყენებს ბუნების იერარქიული დაყოფისა და ცოდნის კლასიფიკაციის განსახილველად. წარმოუდგენლად გავლენიანი, ეს ნაშრომი ზოგიერთი მკვლევრის მიერ ანტიკური ფილოსოფიის უკანასკნელ მიღწევად მიიჩნევა.
"ცოდვილნი, რომელთაც მძიმე ცოდვები ჩაიდინეს, ჯერ უნდა იყვნენ აღსარების მიმღებთა (Exomologēsis) და მსმენელთა რიგებში, და მხოლოდ განსაზღვრული სინანულის პერიოდისა და მღვდლის მიერ შენდობის შემდეგ ეზიარონ წმინდა საიდუმლოებებს." ანკირის კრება (314 წ.), კანონი 16 ციკლიდან: იიი, აღსარება და ზიარება მხოლოდ სიმბოლოა ძმი და მღვდლობა გაუქმდა👌 P.S. ამ ადრეული კრების ამ კანონმა მხოლოდ ერთ წინადადებაში გაანადგურა მთელი პროტესტანტიზმი. ამ ერთ კანონში ჩანს ზიარების, აღსარების და მღვდლობის პრაქტიკა ადრეულ ქრისტიანულ ეკლესიაში‼️
„რა თქმა უნდა, ჩვენ გვსურს მედიის გამოყენება, მედია იქნება ჩვენი იარაღი, ჩვენი მსახური; ჩვენ აღარ ვაპირებთ შევეგუოთ იმას, რომ ის იყოს ჩვენი მდევნელი.“ პიტერ მენდელსონი, ბრიტანეთის ელჩი აშშ-ში იხილეთ - Cited in Peter Oborne, ‘The silence of the sheep’, Spectator , 15 January 2000 ციკლიდან: თავისუფალი სამყაროა ძმი 👌
ეკლესიას მიცვალებულის ტაძარში დასვენება დაენანა⁉️ დააკლიკეთ სურათს და მოუსმინეთ ვიდეოს‼️
თავის შრომაში „ტიმეოსში“ (იხილეთ სურათი) პლატონი სამყაროს წარმოადგენს არა მატერიის ინერტულ ერთობლიობად, არამედ ერთიან, ცოცხალ ორგანიზმად (zoon), რომელიც დაჯილდოებულია სულითა (psyche) და გონით (nous). 1. პლატონი ამტკიცებს, რომ დემიურგმა სამყაროს სხეული სფერული ფორმის შექმნა — რაც ყველაზე სრულყოფილი ფორმაა — რომელიც თავის თავში მოიცავს ყველა სხვა ფორმასა და ფიგურას, რითაც ადამიანის თავის აგებულებას ირეკლავს. 2. იგი ასევე ამტკიცებს, რომ არსებობს მსოფლიო სული: ისევე, როგორც ადამიანის სული მკვიდრობს და აცოცხლებს ფიზიკურ სხეულს, მსოფლიო სული მსჭვალავს მთელ კოსმოსურ სტრუქტურას და მათემატიკური პროპორციების მეშვეობით ინარჩუნებს ჰარმონიასა და თანაზომიერებას. იხილეთ - Timaeus 30b–30c
„ნატოს ძალიან კარგად ვიცნობ. დაახლოებით 12 წლის განმავლობაში პირადად ვმუშაობდი იმაზე, რომ ნატოს სტანდარტები დაგვეკმაყოფილებინა, და ყოველ წელს მესმოდა ზღაპრები იმის შესახებ, თუ როგორ შევიდოდით ნატოში „დღეს-ხვალ“.“ ვალერი ზალუჟნი იხილეთ - https://www.theguardian.com/world/2026/aug/04/ukraine-war-briefing-militarys-former-top-commander-says-kyiv-has-no-chance-of-joining-nato