tgindex
ზნეობა • ZNEOBA.GE

ზნეობა • ZNEOBA.GE

Статистика

☦️ დაიცავი ზნეობა ☦️ zneoba.ge@gmail.com

Последний пост
14 авг.
Последнее чтение
15 авг.
Постов за неделю
3
Всего постов
21
Тип
открытый
Язык
ka
В каталоге с
13 авг.
Подписчики
572
0 за 1 дн.
Сутки
0
0,00%
Неделя
 
Месяц
 
Просмотров на пост
164
21 постов
Вовлечённость
28,7%
к подписчикам
Постов в день
0,4
всего 21
Упоминаний
2
каналов
Охват размещения
оценка
1/24сутки в ленте
93
1/48двое суток
106
1/72трое суток
114

Оценка по просмотрам недавних постов: пост набирает почти всё за первые сутки.

Посты

  • https://zneoba.ge/3326/

  • ოჯახის ინსტიტუტის წინააღმდეგ ბძოლაში შეგვიძლია გამოვყოთ რამდენიმე ძირითადი ასპექტი: ა) ახალგაზრდა თაობების მორალურ-ზნეობრივი დეგრადაცია (სოდომიის ინდოქტრინაცია, თავისუფალი სექსუალური ცხოვრების წესის საყოველთაობა, აბორტების ლეგალიზაცია); ბ) განათლების ფუნდამენტური სისტემის მოშლა, ახალგაზრდობის მენტალური დეგრადაცია და „ტიკტოკერების“ თაობების გამოზრდა, რომელთაც ატროფირებული აქვთ კრიტიკული აზროვნება და ავტორიტეტად ხელოვნური ინტელექტი მიაჩნიათ; გ) პატრიარქალური ოჯახის ჩამოშლა და მასში როლების აღრევა; დ) საზოგადოების, უპირველესად კი მანდილოსნების ფემინიზაცია და მათთვის არაბუნებრივი, მამაკაცური როლების შეთვისება, როგორც ოჯახში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ხოლო კაცების გაქალაჩუნება და მამაკაცური როლების ატროფირება, რაც იწვევს ორივე სქესის წარმომადგენლების სოციალური ქცევის ცვლილებას/დამახინჯებას; ე) ეგოისტი თაობების აღზრდა. შედეგად, ვღებულობთ ადამიანს, რომელსაც არ აქვს სოციალური მოტივაცია (პასუხისმგებლობა საზოგადოების/წინაპრების წინაშე) და სტიმული, ჰქონდეს ნებისმიერი საზოგადოების ფუნდამენტი – ოჯახი. ხდება გვარის/გენის გაგრძელებისა და ახალგაზრდა თაობებისთვის წინაპართა ღირებულებების გადაცემის უწყვეტობის დარღვევა. ეული, ეგოისტი და ოჯახის არმქონე ადამიანი არ მრავლდება (ან „რთულად მრავლდება“) და მარტივად ჯდება ინკლუზიური კაპიტალიზმის „ქირით არსებობის“ მოდელში. https://zneoba.ge/9190/

  • без подписи

  • 8 авг.163161

    https://zneoba.ge/6386/

  • 7 авг.173162

    “მინდა გითხრათ, რომ ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის იყო და მუდამ იქნება ძმური და მეგობრული. რუსეთი და საქართველო, როგორც ძმები ისე იყვნენ წარსულში, მაგრამ, ალბათ, ვიღაცას შეშურდა ჩვენი კარგად ყოფნა და ხელოვნურად შექმნა მტრობა.” საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II https://zneoba.ge/8634/

  • 5 авг.196141

    "ჩვენს ირგვლივ ომია, განუწყვეტელი და სასტიკი, ომი რომელშიც არ არიან არც გამარჯვებულები და არც დამარცხებულები, არამედ არიან მხოლოდ ჯალათები და მსხვერპლნი. ეს ომი არაადამიანური სასაკლაოა, უპრეცედენტო გენოციდია, რომლის მსგავსი არ ყოფილა კაცობრიობის ისტორიაში. ეს არის მშობლების ომი საკუთარი შვილების წინააღმდეგ, ომი, რომელშიც სისხლი ღვარად მოედინება და მსხვერპლს წამებით კლავენ. ამ სასაკლაოს, რომელსაც ყოველწლიურად ათეულობით მილიონი დაუბადებელი ბავშვი ეწირება, ბუნდოვანი და უსინდისოდ დაუნდობელი ტერმინი - "აბორტი" ეწოდება, რაც ნიშნავს "გარეთ გაგდებას", თითქოს საქმე ეხება არა ცოცხალ არსებას - ბავშვს, არამედ უსარგებლო ნივთს, რომელიც გარეთ გააქვთ და სანაგვეზე აგდებენ." არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) https://zneoba.ge/აბორტი

  • 5 авг.96142из geoparadigm

    „ისინი (ლიბერალები), - ბრაზობდა დოსტოევსკი, - იქ წერენ ჩვენს ხალხზე: „ველური და უმეცარია... არ არის ევროპულის დარი...“ დიახ, ჩვენი ხალხი იმათთან შედარებით წმინდაა! ჩვენი ხალხი არასდროს დასულა იმ ცინიზმამდე, როგორიც, მაგალითად, იტალიაშია. რომში, ნეაპოლში ახალგაზრდა ბიჭები, თითქმის ბავშვები, ქუჩაშივე მთავაზობდნენ ყველაზე საზიზღარ რამეებს. ამაზრზენ, არაბუნებრივ მანკიერებებს - თან ღიად, ყველას დასანახად და ეს არავის აღაშფოთებდა. აბა, გაებედათ იმავეს გაკეთება აქ! მთელი ერი დაგმობდა ამას, რადგან ჩვენი ხალხისთვის ეს მომაკვდინებელი ცოდვაა, მაგრამ იქ კი ეს მათ მორალშია, უბრალო ჩვევაა და მეტი არაფერი. და ამ „ცივილიზაციის“ ჩანერგვა სურთ ახლა ჩვენს ხალხში! ამას ვერასდროს დავეთანხმები! ცხოვრების ბოლომდე ვიბრძოლებ მათთან, არ დავუთმობ. - კი მაგრამ, ფიოდორ მიხაილოვიჩ, განა ზუსტად იმავე ცივილიზაციის გადმოტანა უნდათ ჩვენთანაც? - მახსოვს, ვეღარ მოვითმინე და შევაწყვეტინე. - დიახ, ზუსტად იმავე! - გაცხარებით აიტაცა მან. - იმიტომ, რომ სხვა არც არანაირი ცივილიზაცია არ აქვთ... ეს ყველაფერი ყოველთვის იწყება მონური მიმბაძველობით, ფუფუნებით, მოდით, სხვადასხვა მეცნიერებითა და ხელოვნებით, ხოლო მთავრდება სოდომიის ცოდვითა და საყოველთაო გარყვნილებით...“ (Достоевский Ф.М. в воспоминаниях современников. В 2 томах. Т. 2, с. 179-180)

  • 4 авг.130192

    “მინდა მივმართო ყველას და შევახსენო, რომ უნდა შეწყდეს აბორტები საქართველოში. უნდა გახსოვდეთ ყველას, რომ აბორტი არის შვილის კვლა. ეს არის უდიდესი ცოდვა. განსაკუთრებით კი მინდა მივმართო ექიმებს, რომლებიც აბორტებს აკეთებენ, ეს არის უდიდესი და საშინელი ცოდვა თქვენთვის. ამიტომ, უნდა შეწყდეს აბორტები და ღმერთი რამდენსაც მისცემს შვილს, ის შვილები იყოლიონ. უნდა ვიცოდეთ, რომ ოჯახის სიმტკიცე არის საწყისი ადამიანის ბედნიერებისა.” საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II https://zneoba.ge/აბორტი

  • 4 авг.151152

    ემბრიონი უკვე ბავშვია! ღირსი ანთიმოზ ქიოსელისთვის (1869–1960) ბევრი ცოდვა აღსარებამდეც გაცხადებული იყო. ერთხელ მამაკაცი მასთან აღსარების ჩასაბარებლად მივიდა. მისი დანახვისთანავე მამა ანთიმოზმა თავი გააქნია და წარმოთქვა: - "შენ ნება მიეცი ცოლს, რომ აბორტი გაეკეთებინა და ამგვარად მკვლელობის თანამონაწილე გახდი. შვილის მკვლელო, როგორ უნდა ჩახედო თვალებში საკუთარ შვილს, როდესაც ზეცაში შეხვდები და ის მამას დაგიძახებს?". https://zneoba.ge/აბორტი/

  • 2 авг.182183

    "ევროპის პოლიტიკაში არც სამართლიანობასა და არც ზნეობას კუთვნილი ადგილი არ უჭირავს და ყოველივე გამორჩენასა და ანგარიშს ექვემდებარება." ილია ჭავჭავაძე (თხზ., IX ტ., 1960. გვ.133) https://zneoba.ge/

  • https://zneoba.ge/10199/

  • წმ. მოწამე იმპერატორი ნიკოლოზ II ოჯახის წევრებთან ერთად მოაბრძანებს წმ. სერაფიმე საროველის წმიდა ნაწილებს. საროვოს მონასტერი, 1903 წელი. 19 ივლისი (1 აგვისტო ახ.სტ.) - ღირსი სერაფიმე საროველის ნაწილთა აღმოყვანება (1903). ღირსო სერაფიმე საროველო ევედრე ღმერთსა ჩვენთვის. https://zneoba.ge/

  • მამაო, აუცილებელია რომ ლიტურგიაზე ვინც ესწრება ყველა ეზიაროს? ამას მე კი არა, თავად უფალი ამბობს. განა მის სიტყვებს რამე სხვა განმარტება აქვს რაც მე არ ვიცი?  რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ იმ ქრისტიანებს, რომლებსაც ეპიტიმია ადევს. ზიარების გარეშე, ქრისტეს გარეშე, როგორ მოწყდები ყოველდღიურობას? მოხვიდე ტაძარში,  ყველაზე მნიშვნელოვანს დააკლდე და მხოლოდ სეფისკვერი მიიღო? პრეზიდენტმა რომ მოგიხმოს და საჩუქარი გადმოგცეს, შეძლებ, რომ ზურგი შეაქციო და უთხრა, რომ არ გინდა? მაშინ ქრისტეს რატომ ეუბნები უარს და ზურგს აქცევ მას, რომელმაც ჩვენი სიყვარულისთვის მსხვერპლად გაიღო საკუთარი თავი? თან როგორ საჩუქარს გვაძლევს? საკუთარ თავს! წმ. პორფირი კავსოკალიველი https://zneoba.ge/

  • "150. რას გვასწავლიან წმ. მამები ვახშის შესახებ? დიდი სისასტიკეა, როცა ერთი, ვისაც აუცილებელი რამ სჭირდება, ვალს იღებს, რათა სიცოცხლე შეინარჩუნოს, ხოლო მეორე გასესხებულის უკან დაბრუნებით არ კმაყოფილდება და იმაზე ფიქრობს, როგორ აქციოს ღარიბების გასაჭირი შემოსავლისა და მოგების წყაროდ... პროცენტიანი ვახშის ამღებნი, რომელთა სახელების მოსმენაც კი შიშის მომგვრელია და ისინი, ვინც ნამატს ყოველ თვე ითხოვენ, ბნელის წარმომშობ დემონთა მსგავსად მთვარის მიმოქცევის მიხედვით ესხმიან თავს ღარიბებს. ვახშის გადახდა ორივე მხარისათვის უკეთურებაა, იმისთვისაც, ვინც აძლევს და იმისთვისაც, ვინც იღებს. ერთისათვის ფულის დაკარგვა მოაქვს სასჯელად, ხოლო მეორისას სულს ვნებს... ასე რომ „რომელსა უნდეს სესხებად შენგან ნუ გარე მიიქცევი“ (მათ. 5.42) და შენს ვერცხლს ვახშით ნუ გასცემ." წმ. ბასილი დიდი ათასი კითხვა დედა-ეკლესიას [გვ. 38] https://zneoba.ge/

  • გილოცავთ ხსენებას წმიდა მოწამეთა კვირიკესი და დედისა მისისა ივლიტასი (+დაახლ. 305) 15 (28) ივლისი კონდაკი მკლავთა ზედა ეტვირთა ქრისტეს მოწამე კვირიკე ივლიტას და განხმობილნი სტადიონსა შინა ხმობდა სიხარულით: ქრისტე არს ჭეშმარიტად სიქადულ მოწამეთა.

  • „თუ ოჯახში მძიმე ცოდვა ტრიალებს, ისეთი, როგორიც მაგალითად არის აბორტი, მაშინ ასეთ საფუძველზე ვერანაირ ბედნიერებას ვერ ააშენებს ოჯახი. ასეთი ოჯახი განწირულია იმიტომ, რომ როგორც ჩვენ ბიბლიიდან ვიცით, „მოკლულთა სისხლი ღაღადებს ღვთისადმი შურისძიებისთვის“ და პირიქით, სადაც ორ თუ სამ წელიწადში ერთხელ ბავშვი იბადება, იქ არის ბედნიერება იმიტომ, რომ ის თავისი არსებობით ირგვლივ ყველაფერს ათბობს და ანათებს." საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III https://zneoba.ge/10028/

  • 23 июл.18610из geoparadigm

    ნურავის ექნება იმის ილუზია, რომ საფრანგეთის პარლამენტის მიერ მიღებული კანონი 15 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვის შესახებ მომავალ თაობებზე ზრუნვის შედეგია. ეს კარგად გათვლილი ნაბიჯებია (და არა მარტო საფრანგეთში), რომლებიც "ბავშვებზე ზრუნვის" საბაბით არის შეფუთული. ამა სოფლის ძლიერების მიზანი კარგად იკითხება: ინტერნეტის მოხმარება უნდა გახდეს მკაცრი კონტროლის საგანი - ინტერნეტში თავისუფლად/ანონიმურად შესვლა უნდა იყოს შეუძლებელი და ვირტუალური სამყაროს გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ ID-ით და ბიომეტრიის გამოყენებით (მაგ: თვალის გუგის, თითის ანაბეჭდის, ან სახის სკანირება). ყველაფერი ისე ეწყობა, რომ თანამედროვე სამყაროში ინტერნეტი არა არის მხოლოდ გართობა და სოციალური ქსელები, ინტერნეტი ყოველდღიური ყოფის აუცილებელი და შეუცვლელი ნაწილი გახდა - კომუნიკაციები, ბანკინგი, ფული, ტრანსპორტი, ბიზნესი, მედიცინა, განათლება, ვაჭრობა, გადასახადები... ხდება ადამიანების ყოფის სულ უფრო მეტი სფეროს ციფროვიზაცია, "ცოცხალი" ალტერნატივების ჩანაცვლება ვირტუალურით. ანუ, არ გაივლი იდენტიფიკაციას - ვერ შეხვალ ინტერნეტში და, ჩათვალე, მოწყვეტილი ხდები თანამედროვე ცხოვრებას. სწორედ ეს არის ციფრული საკონცენტრაციო ბანაკი, ოღონდ პლანეტარული მასშტაბით. პ.ს. თუკი ვინმეს ზემოთ ნათქვამში ეჭვი ეპარება, მაშინ, მეტი თვალსაჩინოებისთვის, მიდით აბა და ნაღდი ფულით თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა სცადეთ, ან სმარტფონისა და ინტერნეტის გარეშე მუნიციპალურ პარკინგზე გააჩერეთ ავტომობილი... თან, ეს უკვე დამდგარი ახალი რეალობის მხოლოდ ორი ბანალური მაგალითია.

  • 23 июл.16071из geoparadigm

    აბორტებით ყოველდღიურად ასობით მუცლად მყოფ ბავშვს ვკლავთ, რაც არაფრით განსხვავდება დღეს ვერაზე მომხდარი მკვლელობისგან. უარესიც კია, რადგან აბორტის დროს მოუნათლავი ჩვილების მკვლელობა ხდება.

  • "გახსოვდეთ ორი რამ: პირველი ის, რომ ჩვენ აუცილებლად გარდავიცვლებით და მეორე - რომ შეიძლება არ გარდავიცვალოთ ჩვენი სიკვდილით. თქვენ მზად უნდა იყოთ ძალადობრივი სიკვდილისთვის. აი, თუ ამ ორი რამის შესახებ გვეხსომება, მაშინ ყველა დანარჩენი საქმეები კარგად იქნება - როგორც სულიერი, ასევე სხვა ნებისმიერი - ყველაფერი თავისი რიგით წავა." წმ. პაისი მთაწმინდელი (+1994) «Слова. Том I. С болью и любовью о современном человеке» https://zneoba.ge

  • "ვნებები სწრაფად არ აღმოიფხვრება. მაგრამ მნიშვნელოვანია შევნიშნოთ ისიც, რომ ხშირად ჩვენთვის არც არის სასარგებლო, მალე განვთავისუფლდეთ მათგან. რა თქმა უნდა, უფალს ხელეწიფება მყისიერად განგვწმინდოს ყველა ჩვენი უძლურებისაგან, მაგრამ მისთვის სათნოა ჩვენი სიმდაბლე, სინანულის ლოცვა." არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე) https://zneoba.ge/